Unicef: საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24%  სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს

Unicef: საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს

access_time2018-09-13 13:00:16

სიღარიბე და პენსია- ყველა ხელისუფლებისთვის თანაბრად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, როგორც ირკვევა, ციფრები მაინც განსხვავებულად წარმოაჩენს ყოფილ და დღევანდელ მთავრობას. ამ თემით კიდევ ერთხელ დაინტერესდა საპარალამენტო ოპოციზია, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობა და წლების მიხედვით, ციფრებზე დაყრდნობით, ორი ხელისუფლების შედეგები შეაფასა.  


„ოცდაორი თეზისი ქვეყნის სავალალო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღსაწერად“ - სწორედ ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელიც  „კომერსანტს“  ექსკლუზიურად დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიაწოდა. პრობლემათა ნუსხის ერთი-ერთი მთავარი ქვეთავი სწორედ ქვეყნის სოციალურ მდგომაროებას შეეხება.


როგორც გოცირიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. ამის ფონზე, მთავრობა კომერციულ ბანკებს ამდიდრებს.


დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა რომ :


  • 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა.
  • 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა.

 

*2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე 3,3%-ით



პენსიის ოდენობით კი საქართველო ევროპაში ბოლოდან (მოლდოვა) მეორე ადგილზეა. მეტიც, მყარ ვალუტაში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პენსია არ გაზრდილა  (73$ 2012 წელს, 72$ 2018 წელს).




რაც შეეხება საბანკო სექტორს, რომელიც ქვეყნის სოციალურ ფონზე პირდაპირ გავლენას ახდენს, 


•ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს ბანკის ვალი აქვს;


•2017 წელს ლომბარდებს 609 ათასმა ადამიანმა მიმართა, ანუ ყოველმა მეექვსე მოქალაქემ.


(წყარო: მსოფლიო ბანკი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).



იმ ფაქტს, რომ მთავრობა კომერციულ ბანკებს ამდიდრებს, ამყარებს დოკუმენტში მოყვანილი სხვა ციფრებიც. კერძოდ:


მთავრობის მიერ, კომერციული ბანკებიდან აღებულ შიდა ვალზე, მხოლოდ პროცენტის გასასტუმრებლად 2017 წელს, ბიუჯეტიდან ბანკებმა 239 მლნ. ლარი მიიღეს


ეს არის:                                                                                                                                                                                                                                      

ორჯერ მეტი, ვიდრე სახელმწიფომ დახარჯა უმაღლეს განათლებაზე გასულ წელს.

ან ზოგად განათლებაზე (სკოლებზე) გაწეული ხარჯების მესამედზე მეტი;


ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის მესამედი;


ან მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების მესამედი


ან იმაზე მეტი, ვიდრე დაიხარჯა კულტურაზე და გარემოს დაცვაზე ერთად აღებული.


(წყარო: სახელმწიფო ხაზინა და ფინანსთა სამინისტრო).


რაც შეეხება უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, თითოეულ სახკითზე, მაგალითად პენსიის თვალსაზრისით დოკუმენტში  „ოცდაორი თეზისი ქვეყნის სავალალო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღსაწერად“, ხაზგასმულია, რომ :


- 2003-2012 წლებში პენსია 14 ლარიდან გაიზარდა 120 ლარამდე (757%-ით).


- 2012-2018 წლებში პენსია გაიზარდა მხოლოდ 60 ლარით (50% ზრდა). თუმცა 2013 წელს, 30 ლარით პენსიის ზრდა გათვალისწინებული იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის კანონით.


- გაზრდილი ფასებისა და ლარის გაუფასურების გამო, ისედაც მწირმა პენსიამ დაკარგა თავისი მსყიდველთუნარიანობა და დღეს იმაზე ნაკლებია (72$) ვიდრე იყო 6 წლის წინ (73$).


- საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი სომხეთსაც კი ჩამორჩება. სომხეთში პენსია არის 230 ლარის ექვივალენტი. „ოცნებას“ 230 ლარის პენსია დაგეგმილი აქვს 2021 წლისათვის.


სიღარიბასთან დაკავშირებით დამატებით არგუმენტად მოყვანილია Unicef-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც  2015 წელს სიღარიბის დონე ქვეყანაში 18% იყო. აქედან უკიდურესად ღარიბთა კასტას მხოლოდ 2% მიეკუთვნებოდა. ჯერ დოლარის კურსი გაუფასურდა 40%-ით, შემდეგ ინფლაციაც გადასცდა 6%-ს და შედეგმაც არ დააყოვნა. დღეს უკვე სიღარიბის დონე 22%-მდეა ასული. 2-დან 5%-მდე გაიზარდა უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის ხვედრითი წილიც. სიღარიბის მაჩვენებელი განსაკუთრებით დრამატულად იზრდება პენსიონერებსა და ბავშვებში.



კიდევ ერთ არგუმენტად მსოფლიო ბანკის მონაცემებიცაა ნახსენები. როგორც ირკვევა,  საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ა საშუალო კლასის წარმომადგენელი. ეს არის 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესია, რადგან მას შემდეგ მოხდა ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა. ეს აუცულებლად გამოიწვევდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადანაცვლებას ღარიბთა კატეგორიაში.



საბანკო სექტორის შესახებ კი დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშოროსო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი.

საქართველოში ფიზიკური პირების სესხების მომსახურების ტვირთი მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში და შემდეგნაირად გამოიყურება: – თურქეთი – 16,6 %; – სომხეთი – 6,7 %; – რუსეთი – 18,5 %; – საქართველო – 24,6 %; – ამერიკის შეერთებული შტატები – 10 %; – ევროპა – 11 % (საშ).

ასევე 2017 წელს ლომბარდებს მოსახლეობის უპრეცედენტოდ დიდმა, 609 ათასმა ადამიანმა მიმართა.


და კიდევ ერთი, რომელიც სოციალ ფონს ამძიმებს, ეს პედაგოგთა ანაზღაურებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 



შეგანხსენებთ, კომერსანტმა დოკუმენტის ერთი მიმართულება  ქვეყნის ეკონომიკური მდგომაროება უკვე გაასაჯაროვა. სოციალურ ვითარების შემდეგ კიდევ ერთ პრობლემას ბიუროკრატიას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. მანამდე, შეგიძლიათ იხილოთ ბმული ეკონომიკური ვითარების შესახებ.  https://commersant.ge/ge/post/111



სალომე ლემონჯავა





რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up