"ქართული ოცნების" მმართველობის მეექვე წელს, ქვეყნიდან გასული მიგრანტების რიცხვი ოფიციალურად გაიზარდა

access_time2019-11-11 10:00:15

2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაზარდა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 76 367 ემიგრანტი 2018 წელს დაფიქსირდა. საქართველოდან წასული ემიგრანტების 57% მამაკაცია. „კომერსანტი„ დაინტერესდა თუ რამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინების მკვეთრი ზრდა. საკითხზე ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი საუბრობს.


ეკონომისტი აცხადებს, რომ საქართველო საცხოვრებლად არ არის მიმზიდველი ქვეყანა. მისი თქმით, ადამიანები ემიგრაციაში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიდიან.

 

„ემიგრანტების ზრდა ერთის მხრივ არის ბუნებრივი პროცესი, მოსახლეობას სტიმული აქვს უკეთეს ქვეყანაში წავიდეს, ცალსახაა, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანა მრავალი წელი ვერ იქნება და  სწორედ ამიტომ ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ. მეორეს მხრივ, თუ ემიგრაციის მკვეთრი ზრდა ხდება, შეიძლება პრობლემა წარმოიშვას. როდესაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა, ამის შემდეგ ემიგრანტების რაოდენობა ერთხელ  მკვეთრად გაიზარდა და ამის შემდეგა ზრდის ტემპი არც შემცირებულა.


 უკვე შესაძლებელია რომ ემიგრანტთა რაოდენობის ზრდა,   სავიზო რეჟიმის ამოქმედებას აღარ დავაბრალოთ იქედან გამომდინარე, რომ 2016-17 წლებში ყველა სტატისტიკით საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. ამას ემატება 2018 წელს პრობლემები შემოსავლების ზრდის კუთხით, შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით მცირედი გამოდის თუ ინფლაციით დავაკორექტირებთ და ვნახავთ, რომ რეალური შემოსავლების ზრდა მინიმალურია. რაც უფრო მეტად იზრდება ქვეყანაში სიღარიბე, მით უფრო აქტიურდება  ადამიანების სხვა ქვეყანაში გასვლა. ჩვენ შეიძლება ვნახოთ, რომ საშუალო ხელფასი იზრდება,მაგრამ ხელფასები, რომ ჩავშალოთ ვნახავთ ესეთ მარტივ რაღაცას, რომ ქვეყანაში 100 000- ზე მეტი ადამიანია, რომელსაც ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს, ამათ ნახევარს კი ფულადი შემოსავალი 250 ლარზე ნაკლები აქვთ“, - ზვიად ხორგუაშვილი.


 

ეკონომისტი განმარტავს, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ადამიანები იძულებულები არიან საქართველო დატოვონ. მისი განცხადებით,  ქვეყანაში მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია გვაქვს. როგორც ხორგუაშვილი აცხადებს, უკანასკნელ წლებში ფასები მკვეთრად არის გაზრდილი განსაკუთრებით, იმპორტირებულ პროდუქტებზე.

 

„აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო საშუალო ინფლაცია არ უნდა ვიანგარიშოთ, აუცილებლად უნდა ჩავშალოთ რადგან მოწყვლადი ფენის მთავარი მოხმარების საგნები არის სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები, აუცილებლად არის მედიკამენტები და ტრანსპორტირება. ეს პუნქტები ისეა გაზრდილი, რომ ინფლაცია გამოდის არა 7 პროცენტი არამედ ბევრად მეტი.


მაგალითად ბოლო 6 წელიწადში ყველა ჯგუფის მედიკამენტზე ფასი  90 პროცენტითაა გაზრდილი. იგივე ეხება სხვა მასობრივი მოხმარების საგნებსაც, მათ შორის არის სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც. მკვეთრადაა ფასი გაზრდილი ბავშვის საკვებზეც. აქედან გამომდინარე, არსებული ვითარება ცალსახად აიძულებს ადამიანს ქვეყნიდან გავიდეს. ამის გამოსასწორებლად, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რამის გამოსასწორებლად არანაირი ნაბიჯები არ იდგმება. მაგალითად, რა ნაბიჯები გადაიდგა იმის გამოსასწორებლად, რომ ბოლო პერიოდში სესხებზე პროცენტები გაიზარდა, რა ნაბიჯები გადადგეს ინფლაციის შესამცირებლად? არაფერი. რა ნაბიჯები გადაიდგა ლარის კურის გასამყარებლად? –არაფერი. არც ერთი პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას ნაბიჯი არ აქვს გადადგმული, ისევე როგორც მიგრაციის პრობლემაზე. ეს ადამიანები უკმაყოფილოები იყვნენ მთავრობის პოლიტიკით  და შეიძლება მთავრობას აწყობდეს, მათი ქვეყნიდან გასვლა, რადგან არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამიტომ შესაძლებელია,  რომ მთავრობა ამდენი წლის მანძილზე მიზანმიმართულად  ქმედით ნაბიჯს პრობლემის შესამსუბუქებლად არ დგამდეს“,- განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 

ბაჩო ადამია




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up