ქვეყანაში შემოტანილი თუთუნი მძიმე მეტალებსა და პესტიციდებს შეიცავს

ქვეყანაში შემოტანილი თუთუნი მძიმე მეტალებსა და პესტიციდებს შეიცავს

access_time2019-09-23 15:30:06

პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. იყო მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას შეამცირებდა. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდამ მოხმარება 3%-ით შეამცირა, თუმცა, რამდენად ზუსტია ეს მონაცემი, ამის თქმა რთულია, რადგან მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანი ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა, რომელიც აქციზით არ იბეგრება და შესაბამისად, მისი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია.


რა ხარისხის თუთუნი შემოდის ქვეყანაში, ამის კონტროლი არ ხორციელდება. ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული ნედლეული ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ჰამბურგის აკრედიტირებულმა ლაბორატორიამაც დაადასტურა.


EUROFINS (Hamburg Germany) ლაბორატორიაში საქართველოში სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებული 20 სხვადასხვა სახეობის შესაფუთი თამბაქოს ნიმუში შეამოწმეს. აგრეთვე, ანალიზი ჩაუტარდა, 15 სხვადასხვა სახეობის ყველაზე გაყიდვად სიგარეტსაც. ანალიზმა შეუფუთავი თამბაქოს 20 ნიმუშიდან 11-ში პესტიციდების კვალი აჩვენა, რაც დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. სიგარეტთან შედარებით, შესახვევი თამბაქო შეიცავდა სამჯერ მეტი ოდენობით ბენზპირენს (პოლიციკლური ნახშირწყალბადების ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება). თუთუნის შემადგენლობაში ბევრად მეტი ოდენობით იყო ქრომი (Cr) და თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინების უფრო ფართო სპექტრი. გასახვევი თუთუნის შემადგენლობაში დაფიქსირდა მძიმე მეტალები - სიგარეტთან შედარებით ორჯერ მეტი ტყვია (Pb), და კადმიუმის (Cd) უფრო ფართო სპექტრი.


EUROFINS (Hamburg Germany)-ის მეცნიერებმა შესახვევი თუთუნის შვიდ ნიმუშში აღმოაჩინეს მწერსაწინაღმდეგო პრეპარატის (DDT - დიქლორ-დიფენილ-ტრიქოლოეთანი) კვალი, რომლის გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. ჩვეულებრივი სიგარეტის ნიმუშებში ასეთი ნარჩენები არ დაფიქსირდა.


საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქო. გენმოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენება ბრენდული სიგარეტის წარმოებაში მკაცრად კონტროლდება, რადგან მომხმარებლები მასში განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავენ. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შემოტანილი თუთუნის შემთხვევაში ამის გაკონტროლება შეუძლებელია. 


აქციზის განაკვეთის მომატებით მთავრობა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მიღებას ვარაუდობდა, თუმცა, ასე არ მოხდა. ბიუჯეტმა თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადის საპროგნოზო მოცულობის დაახლოებით 80% მიიღო. ეკონომიკური ექსპერტები ამ დანაკლისს ერთი მხრივ, ქვეყანაში გადასახვევი თამბაქოს დაუბეგრავად შემოტანას და მეორე მხრივ, სიგარეტის კონტრაბანდით ხსნიან.



„როცა აქციზს ვზრდით პროდუქტზე, რომლის არალეგალური გზით შემოტანა არის ადვილი, შეუძლებელია, კონტრაბანდის რისკები არ დადგეს. თამბაქო სწორედ ასეთი პროდუქტია და თანაც, ის მეზობელ ქვეყანაში თითქმის 50%-ით იაფი ღირს. საბიუჯეტო შემოსავლებს თუ შევხედავთ, მოსალოდნელი რისკები დადასტურდა.


სიგარეტის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობა კი არ შეამცირა, არამედ ყველაზე ცუდი შედეგი დადგა-ისინი დაბალი ხარისხის, უფილტრო სიგარეტის მოხმარებაზე გადავიდნენ. თუ ბრენდირებული სიგარეტი დამუშავებულია და იფილტრება, გადასახვევი თამბაქო ამ ყველაფერს მოკლებულია და ლოგიკურად, ჯანმრთელობაზე მისი მავნე ზემოქმედება მეტია”,- ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.


ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა თამბაქოს სექტორზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.


 „გაუაზრებელი საგადასახადო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში შემოდის გაურკვეველი წარმომავლობის შესახვევი თამბაქო. არავის შეუმოწმებია რა ხარისხისაა ეს პროდუქტი და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას. ამავე დროს, ამ თამბაქოს იმპორტიორები ბიუჯეტში გადასახადს  არ იხდიან. მთავრობის წარმომადგენლები აქციზის გაზრდას იმით ხსნიდნენ, რომ საგადასახადო შემოსავლების მატება უნდოდათ და ამბობდნენ, რომ ჯანდაცვაზე ზრუნავდნენ. მაგრამ მივიღეთ საპირისპირო შედეგი- შემცირებული გადასახადები და გაურკვეველი, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი”,- ივანე ხასია კომპანია „ჯი-თი-აი”-ს კორპორაციული დირექტორი.


„სიგარეტის ბიზნესის ლეგალური ნაწილი თუთუნის ჩრდილოვანმა ბიზნესმა ჩაანაცვლა. იმპორტიორები საბაჟოზე აჩვენებენ, რომ დაჭრილი თამბაქო საწარმოო დანიშნულებით შემოაქვთ. რეალურად კი მას აფასოებენ 500 გრამიან შეფუთვაში და გადასახადებს თავს ამ გზით არიდებენ. რამდენად საშიში მინარევების შემცველი თამბაქო შემოდის ქვეყანაში, ეს ჰამბურგის ლაბორატორიის კვლევამაც აჩვენა. ამას დაემატა კონტრაბანდის პრობლემა. მეზობელ სომხეთთან შედარებით ჩვენთან უკვე 3 ლარით ძვირია სიგარეტი, რაც ბიძგს აძლევს სიგარეტის არალეგალური გზით შემოტანას. ამან გამოიწვია ის, რომ ლეგალურ კომპანიებს შემოსავლები დაახლოებით 60%-ით შეუმცირდათ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ბიზნესმა უკვე დაიწყო თანამშრომლების შემცირება, რადგან შემოსავლები შეუმცირდათ ”,- ამბობს „ბრითიშ ამერიკან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე.


რა რისკების შემცველია მოწევა ჯანმრთელობისათვის, ამის შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა ქვეყანაში შემოდის გენმოდიფიცირებული და სტანდარტების შეუსაბამო ნედლეულისგან დამზადებული თამბაქო, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული. მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს ემატება სიგარეტის კონტრაბანდის მზარდი მასშტაბი და შესაბამისად, ფინანსური დანაკარგები, რომელსაც ქვეყანა განიცდის.


„კომერსანტი“

 

 



თეგები:
თუთუნი



ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს
access_time2020-08-07 12:20:36
საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება. ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული,...

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა
access_time2020-08-07 09:55:14
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა...

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
access_time2020-08-07 10:00:35
2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდწარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა: – GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების...

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული
access_time2020-08-07 11:10:23
ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების „დრო გავიდა“ და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას...

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2020-08-07 10:00:52
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. საქართველოს ბანკი „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 560,199,101 ლარს შეადგენს. საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი...


მსგავსი სიახლეები

up