„ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესების გარეშე ინვესტიციები ძალიან იშვიათად შემოდის“

„ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესების გარეშე ინვესტიციები ძალიან იშვიათად შემოდის“

access_time2020-02-28 10:45:21

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე, ეკონომიკური მიმოხილვისას „პიემსი კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა საქართველოში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია როგორც სექტორების, ასევე ქვეყნების მხრივ. მან ასევე განაცხადა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას, ძალიან მნიშვნელოვანია მისი შეფარდება მშპ-სთან, ამ მაჩვენებლით კი 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს.


„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი ამბობს, რომ დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნისგან ვიღებთ ინვესტიციას, მხოლოდ რამდენიმე მათგანია წამყვანი, ასევეა სექტორების თვალსაზრისითაც.


„რაოდენობრივ წილში საქართველოს საინვესტიციო პორტფელი დივერსიფიცირებულია, თუმცა, თუ შევხედავთ ამ ინვესტიციების მოცულობებს, მხოლოდ რამდენიმე მათგანია მსხვილი. ინვესტიციები შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუმცა ამ ბევრში ერთი-ორი მსხვილი გამოერევა და საბოლოოდ ის წყვეტს მთლიანობაში თუ რამდენი იქნება საინვესტიციო პორტფელი. ბევრი ქვეყნისგან ვიღებთ ინვესტიციას, მაგრამ რამდენიმეა წამყვანი, ასევეა სექტორების თვალსაზრისითაც. გამორჩეული რამდენიმეა, რომლებიც საბოლოო საინვესტიციო მოცულობას წყვეტენ. მათ შორის, ლიდერი ქვეყნები და სექტორები, რომ გამოვაკლოთ დაახლობით 70%-იან ვარდნას მივიღებთ. დივერსიფიცირება არის რაოდენობრივ ჭრილში, თვითონ ფინანსური ნაწილში ცუდი მდგომარეობაა“, - ამბობს რამაზ გერლიანი.


რამაზ გერლიანი არ ეთანხმება გიორგი ხიშტოვანის განცხადებას რეიტინგებთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რაც ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფითად აისახება.



„ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა, იმიტომ რომ რეიტინგების მიხედვით, თითქმის ყველა ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მათ შორის გლობალური თავისუფლების, გლობალური კონკურენტუნარიანობის და საკრედიტო კუთხით, მდგომარეობა უარესდება და ეს გავლენას ინვესტიციებზე ახდენს, რომლებიც საბოლოო ჯამში მათ შემოდინებაზე ცუდად აისახება. ყველა ტიპის რეიტინგში უკუსვლა გვაქვს, რაც ძალიან ცუდია, რადგან რეალურად ინვესტიციები მასზეა დამოკიდებული, რეგულაციური პოლიტიკა და ზოგადად არამყარი პოლიტიკური ვითარება, საინვესტიციო გარემოს გაფუჭებას იწვევს“, - განმარტავს რამაზ გერლიანი.


ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინტერესების გარეშე ინვესტიციები ძალიან იშვიათად შემოდის და ძირითადად ისეთ სექტორებში ხორციელდება სადაც სახელმწიფოს აქვს ინტერესები.


„პორტფელის დივერსიფიცირება განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მნიშვნელოვანია ის რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი კლება გვაქვს. პრაქტიკულად სახელმწიფო ინტერესების გარეშე ინვესტიციები ძალიან იშვიათად შემოდის, აუცილებელია მთავრობასთან მოლაპარაკება. ამ მხრივ სახელმწიფოს ჩარევა საკმაოდ მაღალი ხარისხითაა. რთულია  საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება, ინვესტიციები მოდის ისეთ სექტორებში სადაც მთავრობაა უშუალოდ ჩართული, მაგალითად ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში მნიშვნელოვანია, თუ რამდენია მათ შორის კერძო და არა ის მთავრობამ გარიგებით რამდენი ჩამოიყვანა, კერძო სექტორში ძალიან ცუდი ვითარებაა და არც თუ ისე ოპტიმისტური მდგომარეობაა“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up