ქვეყანაში  სასტუმროების ნაწილი დაიხურა, ნაწილი  კი შემცირებული პერსონალით აგრძელებს მუშაობას- კორონავირუსის გავლენა სექტორზე

ქვეყანაში სასტუმროების ნაწილი დაიხურა, ნაწილი კი შემცირებული პერსონალით აგრძელებს მუშაობას- კორონავირუსის გავლენა სექტორზე

access_time2020-03-11 16:30:54

თბილისში სასტუმროების დიდი ნაწილი  დროებით დაიხურა, ნაწილი კი განახევრებული პერსონალით აგრძელებს მუშაობას.  მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გაუქმებული ჯავშნებია.

 

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  სასტუმროს ბიზნესი მთავრობას სექტორისთვის შეღავათების ამოქმედებას სთხოვს. კერძოდ, იმ სასტუმროების შემთხვევაში, ვინც  იჯარას იხდის, კარგი იქნება, თუ საბანკო ვალდებულებები ორი თვით გადავადდება. 

 

„ბოლო ერთი წელია ტურიზმის სექტორი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. უწყლოდ დარჩენილი ზამთრის კურორტების შემდეგ,  როდესაც  ტურისტებმა ჯავშნების 90% გააუქმეს, სექტორი  ახალი  კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების წინაშე დადგა.  სასტუმროების უმეტესობას რამდენიმე თვის  ჯავშნები გაუუქმნდათ, ნაწილმა კი რამდენიმე კვირით მუშაობა შეაჩერა.“-ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

 

შემცირებული ჯავშნების გამო,  „აჭარა ჯგუფმა“ დასაქმებულთა 50% ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს.


„იმის გამო, რომ ჯავშნების დიდი ნაწილი გაგვიუქმდა და ეს არის საერთაშორისო პრობლემა და არა ლოკალური, გადავწყვიტეთ ჩვენს თანამშრომლებს არ შევუქმნათ საფრთხე. შესაბამისად, ისინი ანაზღაურებად შვებულებაში გავუშვით. ბოლო 10 დღეში სასტუმროებში ჯავშნების 90% გაგვიუქმდა. ჩვენი სასტუმროები, თბილისისა და ყაზბეგში  20%-იანი დატვირთვით მუშაობს.“ - აცხადებენ „აჭარა ჯგუფში“.

 


თბილისში აფხაზის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „კალასი“ ორი კვირით მუშაობას წყვეტს და ქვეყანაში მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება. სამუშაო პროცესის შეჩერების მთავარ მიზეზად „კალასის“ შესყიდვების მენეჯერი ტატა სარჯველაძე გაუქმებულ ჯავშნებს ასახელებს.  

 

„ორი კვირით შევწყვიტეთ მუშაობა. ბოლო სამი თვეა რაც  ჯავშანი აღარ გავქვს და წაგებაზე მიდიოდა სასტუმრო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ დროებით შეგვეჩერებინა სამუშაო პროცესი. ორი კვირის შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.“-ამბობს ტატა სარჯველაძე.

 

 სასტუმრო „მუზეუმის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე გულორდავა, კორონავირუსისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მათი სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.


„ჯავშნების დიდი ნაწილი გაგვიუქმდა, მაგრამ სასტუმრო არ დახურულა, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. ვითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელსაც გასცემენ შესაბამისი ორგანოები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ არსებულ სიტუაციაში, სასტუმროში  ვატარებთ დეზინფექციას. სამომავლოდ რა როგორ იქნება,  პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება,“-ამბობს გულორდავა სალომე.  

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ნათია ლომიძე




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up