ვახტანგ ჭარაია: ხუდონჰესის მშენებლობისთვის 10 ინჟინერი ვერ იპოვეს და 8 ინდოეთიდან ჩამოიყვანეს

ვახტანგ ჭარაია: ხუდონჰესის მშენებლობისთვის 10 ინჟინერი ვერ იპოვეს და 8 ინდოეთიდან ჩამოიყვანეს

access_time2018-07-02 12:00:00

„კომპანიები იძულებულები არიან უცხოელი სპეციალისტები დაიქირაონ. შებამისად, იმ კომპანიის მოგება არ ისახება საქართველოს მოქალაქეზე, რადგან ხელფასის საახით გაცემული თანხა ქვეყნიდან გაედინება„-ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტამგ ჭარაიამ განუცხადა. მისი განმარტებით, დღეს საქართველოში კადრების გადამზადება სხვადასხვა მიმართულებებით არ ხდება.


მისი ინფორმაციით, ქვეყანაში კადრების გადამზადების პროგრამები მუშაობს, მაგრამ ისეთი პრიმიტიული მიმართულებებით, როგორიცაა სასტუმროს მენეჯერი,შეფ-მზარეულის მიმართულებით. საჭიროა კადრის გადამზადება მაღალტექნოლოგიური, კომპიუტერული მიმართულებებითაც. კარგი იქნება გაჩნდეს ახალი პროფესიული გადამზადების ცენტრები.


„დღეს სამშენებლო ინდუსტრიაში თუ რაიმე ტიპის პროცედურა თანამედროვე ტექნოლოგიას უკავშირდება, უცხოელები, განსაკუთრებით კი თურქები ჩამოყავთ. დღეს ქვეყანაში კვალიფიციური შემდუღებელიც კი არ არსებობს. მარტო ცოდნაც არ არის საკმარისი, ამისი დამადასტურებელი სერთიფიკატიც ხომ საჭიროა? საქართველოში კი შესაბამისი კურსები არ არსებობს. ამის გამო კომპანიები იძულებულები არიან უცხოელი სპეციალისტები დაიქირაონ. შებამისად იმ კომპანიის მოგება არ ისახება საქართველოს მოქალაქეზე, რადგან ხელფასის სახით გაცემული თანხა ქვეყნიდან გაედინება,“-აცხადებს ჭარაია.



მისი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია ხოლმე ტექნიკური პერსონალის სპეციალიზაცია. ამის მაგალითად, ჭარაიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებელობა მოყავს და პროცესში პროფესიონალი კადრის მოძიების პრობლემაზე საუბრობს.




„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მილიონი პროფესია არსებობს, არის ათასი კათედრა, რომელიც ამ მიმართულებით სპეცილისტებს ამზადებს. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქართულ ბაზარზე საქართველოში კურსდამთავრებულები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს და არ აქვთ ის ცოდნა, რაც საჭიროა ჰესების მშნებელობის და შემდგომი მუშაობისთვის. ხუდონჰესს 10 ინჟინერი სჭირდებოდა, გამოცხადეს ვაკანსია არავინ მივიდა. შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაკითხეს, 10 ადამიანი ვერ ნახეს. მხოლოდ 2 სპეციალისტი შეარჩიეს  და 8 ინდოეთიდან ჩამოიყვანეს,“-აცხადებს ჭარაია.



მისივე განცხადებით, საჭიროა უნივერსიტეტებმა გააძლიერონ ბაზრის მოთხოვნისადმი ადექვატური სამუშაო ადგილების შეთავაზება და შესაბამისი კვალიფიკაციის მიწოდება, თუმცა, არა მხოლოდ საბუთის, არამედ მომზადების მხრივ.



„კიდევ ერთი მიმართულებაა შრომის ინსპექტორები. კანონი მივიღეთ, რომ ქვეყანაში შრომის ინსსპექტორებმა უნდა შეამოწმონ ყველა საწარმო. ასეთ დროს ასეთი სპეციალისტების რიცხვი, ჯამში 25-ია. ესენიც უცხოელებმა გადაამზადეს. მუშაობა ამ მიმართულებითაც საჭიროა,“-აცხადებს ჭარაია.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

სოხუმური დეჟავიუ

სოხუმური დეჟავიუ
access_time2020-01-18 20:00:11
  აფხაზეთში ისევ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე. ხელისუფლება ისევ იცვლება, თუმცა, ქვეყნის პრობლემები არ წყდება.   თვეების მანძილზე ოპოზიციის ათასობით მომხრე ითხოვს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას 2019 წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში მასობრივი გაყალბების გამო. სტიქიური მიტინგები გადაიზარდა მასშტაბურ არეულობაში - მეამბოხეები შევარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და დაიკავეს პარლამენტი.   უკმაყოფილების ტალღის პროვოცირება...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...


მსგავსი სიახლეები

up