EUROFINS (Hamburg Germany)-ის ლაბორატორია-“ქვეყანაში საეჭვო შემადგენლობის თუთუნი იყიდება“

EUROFINS (Hamburg Germany)-ის ლაბორატორია-“ქვეყანაში საეჭვო შემადგენლობის თუთუნი იყიდება“

access_time2019-09-19 12:15:23

საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში ჰამბურგის ლაბორატორიამ დიდი ოდენობით ტყვია, ქრომი და სხვა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინაპირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. იყო მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას შეამცირებდა. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდამ მოხმარება 3%-ით შეამცირა, თუმცა, რამდენად ზუსტია ეს მონაცემი, ამის თქმა რთულია, რადგან მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანი ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა.


იმის გამო, რომ გასახვევი თუთუნი აქციზით არ იბეგრება, მისი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. რა ხარისხის თუთუნი შემოდის ქვეყანაში, არც ამის შემოწმება ხდება. ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული ნედლეული ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ჰამბურგის აკრედიტირებულმა ლაბორატორიამაც დაადასტურა.


EUROFINS (Hamburg Germany) ლაბორატორიაში საქართველოში სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებული 20 სხვადასხვა სახეობის შესაფუთი თამბაქოს ნიმუში შეამოწმეს. აგრეთვე, ანალიზი ჩაუტარდა, 15 სხვადასხვა სახეობის ყველაზე გაყიდვად სიგარეტსაც. ანალიზმა შეუფუთავი თამბაქოს 20 ნიმუშიდან 11-ში პესტიციდების კვალი აჩვენა, რაც დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. სიგარეტთან შედარებით, შესახვევი თამბაქო შეიცავდა სამჯერ მეტი ოდენობით ბენზპირენს (პოლიციკლური ნახშირწყალბადების ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება). თუთუნის შემადგენლობაში ბევრად მეტი ოდენობით იყო ქრომი (Cr) და თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინების უფრო ფართო სპექტრი. გასახვევი თუთუნის შემადგენლობაში დაფიქსირდა მძიმე მეტალები - სიგარეტთან შედარებით ორჯერ მეტი ტყვია (Pb), და კადმიუმის (Cd) უფრო ფართო სპექტრი.


EUROFINS (Hamburg Germany)-ის ლაბორატორიამ შესახვევი თუთუნის შვიდ ნიმუშში აღმოაჩინა მწერსაწინაღმდეგო პრეპარატის(DDT - დიქლორ-დიფენილ-ტრიქოლოეთანი) კვალი, რომლის გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. ჩვეულებრივი სიგარეტის ნიმუშებში ასეთი ნარჩენები არ დაფიქსირდა.


საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქოც. გენმოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენება ბრენდული სიგარეტის წარმოებაში მკაცრად კონტროლდება, რადგან მომხმარებლები მასში განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავენ. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შემოტანილი თუთუნის შემთხვევაში ამის გაკონტროლება შეუძლებელია.


რა რისკების შემცველია მოწევა ჯანმრთელობისათვის, ამის შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა ქვეყანაში შემოდის გენმოდიფიცირებული და სტანდარტების შეუსაბამო ნედლეულისგან დამზადებული თამბაქო, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული.


BPN



თეგები:
თუთუნი



რატომ არის StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას

რატომ არის  StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ  ჩარიცხული თანხას? - გოცირიძე გახარიას
access_time2020-05-27 16:20:02
„დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდების პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება  StopCov ფონდში ჩარიცხული თანხაზე გაამახვილა. „ბ.ნ პრემიერო დაასახელეთ...

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა- ჭაბერაშვილი გახარიას

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს

რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი - კაკულიას კითხვები პრემიერს
access_time2020-05-27 15:00:24
„რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ. ამასთან მმართველი გუნდის წევრმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა როგორ დაიხარჯება StopCov ფონდში ჩარიცხული თანხა. „რატომ ვერ მოხერხდა რომ დღეს თქვენ ამ მოხსენების ფონზე გქონოდათ წარმოდგენილი ბიუჯეტი...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...


მსგავსი სიახლეები

up