“ქვეყანაში რეფორმები ქაოტურად ან სპონტანურად მიმდინარეობს და სუბიექტურად ხდება ნაბიჯების გადადგმა“

“ქვეყანაში რეფორმები ქაოტურად ან სპონტანურად მიმდინარეობს და სუბიექტურად ხდება ნაბიჯების გადადგმა“

access_time2018-12-31 10:00:41


რა ხდება ქვეყენაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად სწორად მიმადინარეობს საპენსიო რეფორმა, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, კაპიტალის ბაზარის და სხვა რეფორმები - ამ თემებზე იმსჯელეს რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. გადაცემაში პროექტის „რეფორმეტრის“ ხელმძღვანელმა გიგლა მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების შესახებ სჭირო დოკუმენტაციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არ არსებობაზე და აქედან გამომდინარე, შექმნილ პრობლემებზე.


რეფორმის შესაფასებლად საჭიროა არსებობდეს სტრატეგიული დოკუმენტი ან სამოქმედო გეგმა, რომელსაც დარგის სპეციალისტები დააკვირდებიან. ხშირად გვაქვს ისეთი სიტუაცია, როცა არის დოკუმენტი, თუმცა არ ვიცით რისი მიღწევა გვინდა. ამ დროს რთული ხდება რეფორმის გაზომვა.


მეორე შემთხვევაში კი დოკუმენტი საერთოდ არ არსებობს. ჩვენ გვქონდა სურვილი, ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, შესაფასებელ რეფორმათა სიას სასამართლო რეფორმაც დაგვემატებინა, თუმცა ერთგვერდიანი დოკუმენტიც კი არ არსებობს ამ რეფორმის შესახებ, მხოლოდ სატელევიზიო სიუჟეტები,“
- ამბობს გიგლა მიქაუტაძე.


გადაცემის წამყვანის, ლევან ქისტაურის შეკითხვას „ეს რეალურად ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რეფორმები ქაოტურად ან სპონტანურად მიმდინარეობს და სუბიექტურად ხდება რაღაც ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით“

გიგლა მიქაუტაძე ასე პასუხობს - „ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ, რომ პროცესები არ იყოს სპონტანური. თორემ ხან ერთი ჯგუფი გაიტანს თავის ინტერესებს, ხან მეორე.




პროექტის „რეფორმეტრის“ უკვე მეორე წელია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესის შეფასებასა და ანალიზს ახორციელებს, თუმცა იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში არ არსებობს სრულყოფილი დოკუმენტაცია, გაურკვეველი რჩება თავად რეფორმების მიზანი და ზოგადად აზრიც.


„ამ პროექტის მიზანია მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი, რეფორმის პროცესის შეფასება და ანალიზი. შემდგომ, ამ ანალიზის საზოგადოებისთვის გაცნობა და დაინტერესებული ჯგუფების კომენტარების, თუ შენიშვნების მიწოდება შესაბამისი უწყებებისთვის. პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოსა და USAID-ის მხარდაჭერით. ჩვენ ასევე მხარს გვიჭერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გვყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი, ველოდებით ამ წრის გაფართოებას. ჩვენი მიზანი რეფორმების არა მხოლოდ პოპულარიზაცია, არამედ იმ ვაკუუმის შევსებაა, რომელიც საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის არსებობს. შეფასების ნაწილი სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი ეს გახლავთ მთავრობის თვითშეფასება, მეორე ნაწილია რაოდენობრივი მაჩვენებელი, მესამე ნაწილი კი უკვე ე.წ კერძო-საჯარო დიალოგი, სადაც დაინტერესებული ჯგუფები, კერძო კომპანიები, ასოციაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები კონკრეტული რეფორმის გამტარებელი უწყების წარმომადგენლებთან ერთად სხედან დარბაზში და განიხილავენ რეფორმას. ამას დიალოგის სახე აქვს და იგი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს. პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია,“ - ამბობს გიგლა მიქაუტაძე.


„რეფორმეტრის“ ხელმძღვანელის თქმით, პროექტს ჰყავს თავისი მმართველი საბჭო, რომელიც წყვეტს იმას თუ, რომელი რეფორმის შეფასება უნდა მოხდეს. თუმცა, როგორც გიგლა მიქაუტაძე ამბობს, არჩევის პროცესში საბჭოს წევრები შეზღუდულები არიან, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ შემთხვევებში, რეფორმებს თან არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტები ან სტრატეგიული გეგმა.


კომერსანტი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up