ქვეყანაში, ნატურალური რძის წარმოებაზე არანაირი სუბსიდირება არ არსებობს-მერძევეები სახელმწიფოს პროდუქტის დასუბსიდირებისკენ მოუწოდებენ

ქვეყანაში, ნატურალური რძის წარმოებაზე არანაირი სუბსიდირება არ არსებობს-მერძევეები სახელმწიფოს პროდუქტის დასუბსიდირებისკენ მოუწოდებენ

access_time2020-04-07 11:30:49

„ჩვენს ქვეყანაში, ნატურალური რძის წარმოებაზე არანაირი სუბსიდირება არ არსებობს. თუ ამ დარგის გადასახადისგან გათავისუფლება მოხდება, ამით სახელმწიფო ფერმერებს განვითარებაში ხელს შეუწყობს. ამას ვითხოვთ დიდი ხანია, მაგრამ ჯერჯერობით შედეგს ვერ მივაღწიეთ,“-ამის შესახებ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა „კომერსანტთან“ ისაუბრა.

 

მისი განცხადებით,სახელმწიფო 9 პროდუქტის კურსთა შორის სხვაობას ასუბსიდირებს. ერთ-ერთი პროდუქტი კი  რძის ფხვნილია, რომელიც პრიორიტეტულ ნუსხაში შევიდა. 


„ეს ფაქტი ცოტა გამიკვირდა კიდეც.  რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ მომხმარებელს საბოლოო პროდუქტი არ გაძვირებოდა. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო მომხმარებლისთვის შეღავათი. მესმის, რომ სხვა პროდუქტს მომხმარებელი პირდაპირ ყიდულობს მაღაზიაში და როდესაც რძის ფხვნილზე გვაქვს საუბარი უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მას მომხმარებელი პირდაპირ მაღაზიაში არ ყიდულობს. ჯერ უნდა გადამუშავდეს და შემდეგ სხვადასხვა პროდუქტის სახით მიეწოდოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა რატომ ვასუბსიდირებთ იმპორტს და არ ვუწყობთ ხელს ადგილობრივ წარმოებას.“-ამბობს კონიაშვილი.

 

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით,  გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში  ქვეყანაში რძე ჭარბი რაოდენობით მიეწოდება ბაზარს და ამ პირობებში, როდესაც მოთხოვნა მიწოდების სისტემა  გართულებულია, ადგილობრივ მწარმოებელს პროდუქტით ბაზრის შევსება შეუძლია. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა და არა იმპორტის წახალისება.მითუმეტეს იმ მიმართულებით, რომლის შემცვლელიც ადგილზე გაგვაჩნია, თან ნატურალურის სახით.

 


რძის სუბსიდირების საკითხში კონიაშვილი მნიშვნელოვან როლს სახელმწიფოს აკისრებს, რათა ამ კუთხით ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების  მოცულობა გაიზარდოს, რაც მისი აზრით, ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს.

 

„თუ საუბარია იმაზე, რომ რაღაც ფორმით დასუბსიდირდეს რძის წარმოება, ამ საკითხს მივესალმებით.  ამაზე ადრეც იყო საუბარი, როდესაც ქართული რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების საკითხი  დღის წესრიგში იდგა. ეს თემა აღარ არსებობს, მაგრამ რძის სუბსიდირების საკითხი ქვეყანას  ძალიან წაადგებოდა.  ყურძნის მაგალითმა აჩვენა, რომ დარგი ფეხზე დადგება და ფასებს ბაზარი დაარეგულირებს.


საგანგებო ვითარების დროს ქვეყანაში, როდესაც გამუდმებით მარაგზე საუბრობენ,  წლებია იმაზე, ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება. ის ძირითადი პროდუქტები როგორიცაა ხორბალი, რძე, ხორცი ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ქვეყანამ თავის თავი უზრუნველყოს.“-აცხადებს  კონიაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით  სახელმწიფო სტრატეგიულ გეგმას შეცვლის.



 შეგახსენებთ, რომ რძის ფხვნილი იმ 9 პროდუქტიდან ერთ-ერთია, რომელზეც ფასის შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის დაფინანსებისთვის კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. ადგილობრივი მწარმოებლები და მერძევეები სახელმწიფოსგან პროდუქტის სუბსიდირებას ითხოვენ.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up