ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით უნდა დაუპირისპირდეს

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით უნდა დაუპირისპირდეს

access_time2020-03-20 10:00:16

საქართველო ახლა კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა. ეკონომიკა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.ლარი გაუფასურების ისტორიულ მინიმუმზეა, რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონიც.  ახალი კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევის დაფიქსირების 24- ე დღეს პროდუქციის გარკვეულ სახეობაზე ფასები მომატებულია. „კომერსანტი“ დაინტერესდა ქვეყანაში არსებული ისტერიის და გაუფასურებული ლარის ფონზე არის თუ არა  საფრთხე იმის, რომ ინფლაცია დონე გაიზარდოს?

 

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქტზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. იმ პირობებში როდესაც ლარი ყოველდღე უფასურდება ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია  იმპორტიორებმა ფასები არ გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება შეწყდება. ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო საქართველოს მთავრობამ გადასახადები უნდა შეამციროს.

 

„საფრთხე იმისა, რომ ინფლაცია გაიზარდოს აქამდეც არსებობდა. ძალიან დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდებოდა. კურსი ახლაც განაგრძნობს გაუფასურებას. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის ვარდნა ყველა შემთხვევაში ფასებზე აისახება. ეს კი გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველოში, მოხმარების 60% მეტი სწორედ იმპორტირებული პროდუქტია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად პირველადი მოხმარების საგნებზე მოთხოვნა იზრდება. ეროვნულმა ბანკმა პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა და მაქსიმალურად ეცადოს ფულის მასა არ გაზარდოს. გარკვეულწილად მარტო ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ისე მკვეთრად არ გაიზარდოს ფასები როგორი მოლოდინებიცაა. ფასების ზრდაზე სწორედ მოლოდინები ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკი მჭიდრო კავშირში უნდა იყოს აუდიტორიასთან და მაქსიმალურად ეცადოს, რომ საზოგადოებაში თუ იქნება პანიკა, პროცესი გადაფაროს ერთის მხრივ ინფორმაციის გაცემით, მეორეს მხრივ კი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით. მოსალოდნელ ზრდას მთავრობამ უნდა დაუპირისპიროს გადასახადების შემცირება, რადგან ერთადერთი საშუალება რომ ფასების ზრდა მოქალაქეებს ჯიბეზე   უფრო მეტად არ დააწვეთ მათ“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

 


ზვიად ხორგუაშვილისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს აკაკი ცომაიას. ექსპერტი აცხადებს, რომ ლარის გარდა სხვა, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტაც უფასურდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ პროდუქციის ფასი არ გაიზარდოს. ცომაია ამბობს, რომ ისტერია, პანიკა, არაპროგონიზრებადობა ადამიანების ირაციონალურ  ქცევას იწვევს, რაც ბაზარს აზიანებს და ეს ყველაფერი ფასებზე აისახება.

 

„დოლარის მიმართ მარტო ლარი არ უფასურდება, სხვა ბევრი ქვეყნის ვალუტებიც ანალოგიურ ტრენდს გადის და უფასურდება დოლართან მიმართებაში.. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს პროდუქცია,არ ძვირდება, რადგან მათი ვალუტაც უფასურდება, ამიტომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არ მცირდება.


შესაბამისად, იმპორტის მსყიდველობითუნარიანობაც არ უნდა შემცირდეს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მაგალითად 2013-14 წლებში ლარი უფასურდებოდა, მაგრამ ამას ინფლაციაზე გავლენა არ მოუხდენია. ახლაც გვაქვს ის შემთხვევა, რომ ლარის კურსმა ფასებზე გავლენა  არ უნდა მოახდინოს, მაგრამ პანიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ცხადია, რომ ადამიანები პირველი რასაც ფიქრობენ არის ის, რომ ფასები გაიზრდება, განსაკუთრებით ამას ფიქრობენ ადგილობრივი მწარმოებლები. ისინი სასწრაფოდ ასახავენ ამ ინფორმაციას საკუთარ პროდუქტეზე. საერთო ჯამში, ბაზარზე ფასი დგება მოთხოვნა მიწოდების მიხედვით, თუ რეალობა არის ის, რომ იმპორტი არ ძვირდება, მაშინ ეს არ უნდა გადაიზარდოს ინფლაციაში. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა ინფლაციური პროცესების განვითარება საქართველოში. ჩვენ ველოდებით შემოსავლების კლებას რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა-მოხმარება უნდა შემცირდეს, სწორედ ამიტომ მოკლევადიან პერიოდში მწარმოებლებს ფასების მომატება გაუჭირდებათ “- განმარტავს აკაკი ცომაია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up