„ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის გარეშე ისევ ჩაგვკეტავენ“ - ვატო ასათაშვილი

„ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის გარეშე ისევ ჩაგვკეტავენ“ - ვატო ასათაშვილი

access_time2021-03-04 17:00:47

ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის გარეშე, მორიგ ჯერზე ჩაგვკეტავენ“ - “ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ტურიზმის გააქტიურებასთან დაკავშირებით, 4 პუნქტიანი რეკომენდაციებით უპასუხა.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ თვის ბოლოს საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე ჩამოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრენებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის მედიისთვის გაცნობის დროს ისაუბრა.



ტურიზმის სფეროს ექსპერტი ვატო ასათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას არ უნდა გადაუხვიოს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



 „იმისათვის რომ მდგრადობის რამე კონტური მაინც გამოჩნდეს საჭიროა 4 მიმართულებით მუშაობა:

 



1. ქვეყანაში მაშტაბური ვაქცინაციის გარეშე “უსაფრთხო ვიზიტორების” მიღების შემთვევაშიც შიდა მობილობა გაიზრდება და ავტომატურად შიდა ინფიცირება მოიმატებს, რის გამოც მორიგ ჯერზე ჩაგვკეტავენ.

 

2. მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი ნაწილი გაჩერებულია და მორიგი გახსნა სადაზღვევო ფინანსური ბალიშის გარეშე წარმოუდგენელია, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მორიგი შეზღუდვა ტალღა #3; #4; #8... დამანგრეველი ბუმერანგი იქნება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

 


3. სახმელეთო საზღვრების გახსნა მკაცრი კონტროლის გარეშე განსაკუთრებულად ე.წ. რუსული მაისის პრადნიკებზე ისეთი მძიმე შედეგის მომტანია, მონაგონია 2020ის ბათუმი და “დონას კლასტერი”.

 

 

4. ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ არ გვექნება კონკრეტული, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, ნაბიჯ-ნაბიჯ ორი, ოთხი, ექვსი კვირის და შემდეგ სამი, ექვსი და ცხრა თვის პერსპექტივით, რამე ეკონომიკურ საქმიანობაზე საუბარი უაზრობაა. ამ სამოქმედო გეგმამ უნდა გააერთიანოს ზემოთ ჩამოთვლილი სამი პუნტქი და კიდევ მრავალი სხვა, და რაც არ უნდა პოლიტიკური ტანგოს ცეკვა გადაწყვიტოს მმართველმა გუნდმა, შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას არ უნდა გადაუხვიოს.



ყველაფერი სხვა, მწვანე კორიდორები, თვითშემოქმედებითი ვაქცინაცია, კომენდანტი საათი, მარკეტინგში ფულის ყრა, ბაქიბუქობა და დაპირებები უკანალის თამაშია,“ - წერს ვატო ასათაშვილი.



​საქართველოში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ქვეყანა საზღვრებს უხსნის ტურისტებს ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ მათ გაკეთებული ექნებათ კორონავირუსზე ვაქცინის ორივე დოზა. ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაწყებულია.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up