„ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ფონზე საარსებო მინიმუმი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა“

„ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ფონზე საარსებო მინიმუმი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა“

access_time2019-12-22 18:00:53

2019 წლის ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია. „საქსტატის“ ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო მინიმუმიც რეკორდულ მაჩვენებლამდე - 195.6 ლარამდე გაიზარდა.


ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია საარსებო მინიმუმის ზრდის ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფს, რომელთა შორის მთავარი ფასების დონის ზრდაა.


„ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ფონზე საარსებო მინიმუმი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. საარსებო მინიმუმი რამდენიმე ფაქტორის გამო იზრდება, პირველი - თავის დროზე ის არასწორად იყო შეფასებული, შემდეგ მოხდა მეთოდოლოგიის ხელახალი გადასინჯვა და ახლის დადგენა, რამაც საარსებო მინიმუმი გაზარდა. მეორე - ფასების დონე ქვეყანაში გაიზარდა, ფაქტია ამის ფონზე საარსებო მინიმუმიც უნდა გაზრდილიყო. ასევე შესაძლებელია მეორე და პირველი ვარიანტი ერთად , მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, რომ თავად საარსებო მინიმუმს, როგორც მაჩვენებელს, არანაირი ეკონომიკური შინაარსი არ აქვს. ის მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მაჩვენებელია“, - აცხადებს აკაკი ცომაია.


აღსანიშნავია, რომ ნოემბერში სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით არის გაზრდილი, მათ შორის პური 11.5%-ით გაძვირდა, ფქვილი — 16.6%-ით, ყველის ფასი 18.6%-ით გაიზარდა, ხოლო მზესუმზირის ზეთის — 4.5%-ით, ასევე მომატებულია ფასები შაქარზე  21%-ით, ღორის ხორცი  13.4%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი — 18.6%-ით, ფასების ზრდა ფიქსირდება კვერცხზე 3, 4%-ით, კარტოფილზე კი – 18, 7%-ით.



აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ინფლაციის და შესაბამისად სამომხმარებლო ფასების ასეთი ზრდა, პირდაპირ აისახება საარსებო მინიმუმის ზრდაზე.


„როდესაც ფასების დონე იზრდება, საარსებო მინიმუმიც იზრდება და ეს პირდაპირ კავშირშია ინფლაციასთან. უბრალოდ საარსებო მინიმუმი რამდენად სწორად არის დათვლილი და რამდენად საჭიროა, რომ გვქონდეს ასეთი მაჩვენებელი - ეს სხვა თემაა, რადგან ის ეკონომიკური შინაარსის მატარებელი არ არის. საარსებო მინიმუმი არ გვაძლევს რაიმე ისეთ ინფორმაციას რის საფუძველზეც შევძლებთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დასკვნების გამოტანას“, - განმარტავს აკაკი ცომაია.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან, პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.


ნინო თამაზაშვილი

 





საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-13 15:20:10
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up