„ქვეყანაში ინვესტიციები ნაკლები გადასახადებით და სწორი რეგულაციებით უნდა მოვიზიდოთ, ამისთვის კორონავირუსის გავლენას არ უნდა ველოდოთ“

„ქვეყანაში ინვესტიციები ნაკლები გადასახადებით და სწორი რეგულაციებით უნდა მოვიზიდოთ, ამისთვის კორონავირუსის გავლენას არ უნდა ველოდოთ“

access_time2020-03-05 10:00:25

დღეს უკვე ლაპარაკობენ ამერიკული კომპანიები, რომ ჩინეთიდან გამოიტანონ წარმოება და წაიღონ თავის ქვეყანაში ან სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთყველაზე პოპულარული მიმართულება მექსიკაა, იმიტომ რომ მეზობელია. მე ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ კარგად და ჭკვიანურად თუ მოვიქცევით, შესაძლოა ეს ტრენდიც გამოვიყენოთ“, - ასე  შეაფასა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა და აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კორონავირუსმა შესაძლოა საქართველოს სარგებელიც მოუტანოს.


ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ მთავრობა შეამცირებს გადასახადებს, გადახედავს რეგულაციების საკითხს და შექმნის შესაბამის საინვესტიციო გარემოს.


„არ მგონია,რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კორონავირუსი დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში პრობლემები ჩინეთში წარმოებას ნამდვილად შეექმნა, რაც არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ ბევრ ქვეყანაზე ცუდად აისახება, რადგან ჩინეთი მსხვილი ექსპორტიორია, მათ შორის საქართველოსთვის. ცალსახაა, რომ ძალიან ბევრი კომპანია რისკების შემცირებას და წარმოების გადატანას სხვა ქვეყნებში ეცდება. რაც შეეხება საქართველოს, უნდა შეიქმნას ისეთი ბიზნესგარემო, რომ ინვესტორებს ჩვენთან ფულის ჩადების სურვილი გაუჩნდეთ. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ არის მიმართული იმისკენ, რომ ამ შოკებს გავუმკლავდეთ, თუმცა, არც არასდროს იყო ამისთვის მზად. მთავრობამ მკვეთრად უნდა შეამციროს ის გადასახადები, რომლებიც ფასებზე მოქმედებს, უნდა შექმნას საინვესტიციო გარემო და გადახედოს ყველა რეგულაციას, რომელიც გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე და საპროცენტო განაკვეთებზე“, - განმარტა ზვიად ხორგუაშვილმა.


ექსპერტის აზრით, ჩინეთი ინვესტორებისთვის მიმზიდველი დაბალი გადასახადების, ნაკლები რეგულაციების და კერძო საკუთრების დაცვის მაღალი დონის გამოა, რითიც საქართველო ნამდვილად ვერ გაუწევს კონკურენციას.



„მითია ის თითქოს ჩინეთში იმიტომ დებენ ფულს, რომ იაფი მუშახელია, პირიქით საქართველოსთან შედარებით იქ საშუალო ხელფასი ბევრად მეტია, ჩინეთში ინვესტიციები იმიტომ იდება, რომ 14 თიზ-ია, სადაც გადასახადები დაბალია, ასევე მიმზიდველი ბიზნეს გარემოა. ჩვენ ინვესტიციების მოზიდვა, მხოლოდ მას შემდეგ შეგვეძლება თუ გვექნება დაბალი გადასახადები, მათ შორის იმპორტის გადასახადი, ნაკლები რეგულაციები და ძლიერი სასამართლო. ჩვენთან თიზ-ები ძალიან მცირე ზომისაა და აქ აქტიურად დგას კერძო საკუთრების დაცულობის პრობლემა, მაშინ როდესაც მაგალითად ჩინეთში მყარი გარანტიები აქვთ მულტინაციონალურ კომპანიებს კერძო საკუთრების დაცულობის თვალსაზრისით და ზოგადად გადასახადები ბევრად დაბალია ვიდრე ჩვენთან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ამიტომ, ჩვენს სასარგებლოდ არამარტო არსებული სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ, არამედ ზოგადად მეტი ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ ნაკლები გადასახადებით და სწორი რეგულაციებით, ამისთვის კი კორონავირუსს არ უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე მთავრობაში არავინ ფიქრობს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის დროა“, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.


ქუთაისის თიზ–ის (ჰუალინგი) ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე მიიჩნევს, რომ წარმოების ჩინეთიდან სხვა ქვეყნების გადატანის მიზეზი არა კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე, არამედ ჩინეთ-ამერიკას შორის არსებული შედარებით დაძაბული ვითარებაა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, ამისათვის კი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენაა საჭირო.


„პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია კორონავირუსის გამო იმ გათვლების გაკეთება, თუ როგორ შეიძლება მომავალში განვითარდეს ეკონომიკური თუ ბიზნეს აქტივობები, იმდენად რამდენადაც ჩინეთში დღესდღეობით ვირუსის პიკი უკვე დაძლეული ჩანს და სიტუაციის გამოჯანსაღება შეიმჩნევა. რაც უფრო გრძელვადიანი იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები, მით უფრო ცუდად აისახება არა მარტო ვაჭრობაზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე, მაგრამ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ თუ ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში მოხდება წარმოების გადატანა, იქ არ იქნება კორონავირუსი და არ მოუწევთ ისევ სხვაგან გადასვლა, ამიტომ ვფიქრობ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების დრო ახლა არ არის, რადგან არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ამ ფონზე ბიზნესის გადაწყვეტილების მიღებას კორონავირუსთან ვერ დავაკავშირებ, აქ შესაძლოა ჩინეთ-ამერიკას შორის გართულებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა იქონია გავლენა, ამ შემთხვევაში  რა თქმა უნდა იკვეთება საქართველოს უპირატესობა, როგორც ერთ-ერთი პოტენციური ქვეყანის, რადგან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და შესაძლოა ინვესტიციები გაიზარდოს, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩინეთ-ამერიკის გართულებული ურთიერთობების ფონზე საქართველო პირდაპირ ბენეფიტებს მიიღეს - შეუძლებელია. საქართველოთი რომ დაინტერესდნენ, ამისათვის უნდა გავააქტიუროთ მისი წარმოჩენა სხვა ქვეყნებში, მაქსიმალურად ვიმუშაოთ ბიზნესმა ისევე როგორც სახელმწიფომ, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს“,- განაცხადა სოსო ნიბლაძემ.


აღსანიშნავია, რომ Oxford Economics-ის შეფასებით, კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 1.3% პუნქტით შემცირდება და 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზარალი ტრილიონ დოლარზე მეტი იქნება.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up