ერთი მაღაზია უკვე დავკეტეთ და ვცდილობთ თანამშრომლები სხვა მაღაზიებში გავანაწილოთ- ანზორ ქოქოლაძე

ერთი მაღაზია უკვე დავკეტეთ და ვცდილობთ თანამშრომლები სხვა მაღაზიებში გავანაწილოთ- ანზორ ქოქოლაძე

access_time2020-05-02 13:00:39

კორონავირუსის გამო მსოფლიოში კრიზისია, ეს კრიზისი აისახა საქართველოზეც, კონკრეტულად ბიზნეს სექტორში. ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა უჭირთ.

 

„კომერსანტი“  დაინტრესდა რა მდგომარეობაა ტექნიკის ბაზარზე და „ტექნო ბუმის“ დამფუძებელს ანზორ ქოქოლაძეს დაუკავშირდა.

ბიზნესმენის თქმით ქვეყანაში ეკონომიკის გაჩერება, ყველა კომპანიაზე ნეგატიურად აისახა, მათ შორის იმ კომპანიებზეც, რომლებსაც მუშაობა ამ პერიოდის განმავლობაში არ შეუჩერებიათ.

 

„გაჩერებული ეკონომიკა არა მარტო ჩემს კომპანიაზე აისახა ნეგატიურად, არამედ ყველა სექტორში გამოიწვია უარყოფითი ძვრები.  კონპანია  რომელიც გაჩერებულია და მას შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეზრდება ხარჯი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მათ შორის ჩემი კომპანიაც.  ერთი მაღაზიის დაკეტვა უკვე მომიწია და ვცდილობთ ის თანამშრომლები სხვა მააღაზიებში გადავანაწილოთ. ამ პერიოდში ძალიან რთულია ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნო, უბრალოდ წარმოუდგენელია.“-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.


 

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანტიკრიზისულ გეგმასაც აფასებს და აცხადებს, რომ გეგმა პირველი ეტაპია, რათა ქვეყნის ეკონომიკა სრულად არ ჩამოიშალოს, თუმცა იმედოვნებს, რომ კორონავირუსის შემდეგ მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს ბიზნესის ხელშესაწყობად.

 

 

„მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა არის სოციალური ხასიათის მატარებელი და ერთი ნაბიჯი იმისკენ,  რომ არ ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა.  ალბათ  დამატებითი ნაბიჯი იქნება საჭირო, კონკრეტულად საგარანტიო ნაწილში. სასურველი იქნებოდა მეტი მხარდაჭერა ბიზნეს სექტორს  და იმედია, მეორე ამ საკითხზე იქნება ორიენტირებული.“-ამბობს ანზორ ქოქოლაძე.



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up