„ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა არ იგრძნობა, შესაბამისად, უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობაც ძალიან ბევრია“

„ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა არ იგრძნობა, შესაბამისად, უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობაც ძალიან ბევრია“

access_time2018-05-31 18:00:44


 უნდა გაიზარდოს კავშირი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობას შორის,” - აცხადებს ეკონომიკის დოქტორი, სოსო არჩვაძე, რომელმაც   რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოში უმუშევრობის პრობლემებსა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.

 

გადაცემის მეორე სტუმარმა ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა კი აღნიშნა, რომ    საქსტატის მონაცემებში უმუშევრობის ზრდის მაჩვენებლის მკვეთრი ცვლილება, პირველ რიგში, განპირობებულია ქალაქისკენ მიგრაციის ზრდით.

 

„ჩვენ შორს ვართ მივიღოთ ისეთი სოფელ-ქალაქის გადანაწილება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. მიგრაცია  კიდევ უფრო მეტი რომ ყოფილიყო, უმუშევრობის დონეც მეტი იქნებოდა. ქალაქსა და სოფელში უმუშევრობის დონე სხვადასხვანაირია. თუ ქალაქში 20%-იანი უმუშევრობის დონეა, სოფლად იგი 5%-მდეა. ამის მიზეზი ისაა, რომ სოფლად ცხოვრობს დაახლოებით, 650 ათასი ფერმერი, რომელთაც 1 ჰექტარი ან მეტი მიწის ფართობი აქვთ და მცირე კრიტერიუმების დამატებით ისინი თვითდასაქმებულების რიცხვს მიეკუთვნებიან,“ - აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.

მისი თქმით, უმუშევრობა გაზრდილია თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. შემცირებულია აჭარასა და ზემო სვანეთში.

 

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის შემთხვევა უპრეცედენტოა, მე არ მახსენდება რომელიმე ქვეყანა ან რეგიონი, სადაც უმუშევრობის დონე ასე სერიოზულად შემცირდა. აჭარის შემთხვევაში  30%-იანი შემცირება გვაქვს (2017 წლის მონაცემებით).


 

საინტერესოა ისიც, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა არ იგრძნობა, ვინაიდან,  ქალაქში 22%-იანი უმუშევრობა არის ძალიან მაღალი დონე. შესაბამისად, უკმაყოფილო ადამიანების რაოდენობაც ძალიან ბევრია. სოფლად კი, ვინც თვითდასაქმებულია, ისინი დასაქმებულად არ თვლიან თავს და რაც მთავარია, გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამიტომ ისინი ვერ გრძნობენ, იმას რომ რაღაც იცვლება ქვეყანაში,“- ამბობს ხორგუაშვილი.

 

ზვიად ხორგუაშვილის აზრით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ქვეყნისთვის ძალიან დაბალია და ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლება, ძლიერი სასამართლო, დაბალი გადასახადები და რეგულაციები, არის ის ძირითადი საშუალებები, რითაც ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვა გაუადვილდება.

„ვფიქრობ, საქართველოში დასაქმება-არ დასაქმება კი არა, ინვესტიციების არქონა არის მთავარი პრობლემა. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია,რომელიც საჭიროებს სამუშაო ძალას. ის გაზრდის სამუშაო ადგილებს, ნებისმიერ განვითარებული ქვეყნის მაგალითი, რომ ავიღოთ, რაც უფრო მაღალია ინვესტიციების რაოდენობა, მით ნაკლებია უმუშევართა რიცხვი.

 

მთავრობის მთავარი მიზანი სწორედ ინვესტიციების მოზიდვა უნდა იყოს და არა დროისა და დიდი რესურსის დახარჯვა სექტორულ განვითარებაში. მაგალითად, თუ გავიხსენებთ სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მთავრობის მიერ ჩადებულ 3 მილიარდ ლარს, ვნახავთ რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ სექტორში 0%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. მთავრობა არ არის სიმდიდრის შემქმნელი, ეს მხოლოდ კერძო სექტორს შეუძლია.

 

დღეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი მოდის მოხმარებაში და მცირე ნაწილი დანაზოგებში. მოხმარება 35-40%-მდეა ჩვენს ქვეყანაში, როცა სხვა ქვეყნებში 8-10%-ის ფარგლებშია მონაცემები. ამასთანავე, ინვესტიციების დათვლა არ შეიძლება დოლარში, ეს არის ანტიმეცნიერული, იგი უნდა დავითვალოთ ეკონომიკასთან მიმართებაში,“ - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ნათია კეკენაძე

 




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up