ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი - გიორგი გახარია

ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი - გიორგი გახარია

access_time2020-07-20 12:29:46

„ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვისთ გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„მოგესალმებით ყველას, მივესალმები „ქართული ოცნების" დამფუძნებელს. მივესალმები „ქართული ოცნების" რიგით წევრებს და რაც მთავარია, მივესალმები „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.

 

 

 

დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარების კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება. ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ,   რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა.

 


 

 

მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე  ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების.

 

 

 

ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით,  და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება!

 

ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი. საბოლოო მიზანი კი გახლავთ  - ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია - სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. ამისათვის, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, იმისთვის, რომ ის მიზნები, რომლებიც გვაქვს, მისი უზრუნველყოფა მოვახდინოთ.

 

ეს მიზნებია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს კეთილდღეობა ქვეყნის, თითოეულ  ქართულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს დევნილებზე და რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისინი დავაბრუნოთ თავიანთ, მშობლიურ სახლებში, ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება, რა თქმა უნდა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური  დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, რა თქმა უნდა, ღირსეული სიბერე, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში.  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიყოთ უაღრესად სწრაფები და წარმატებულები. ამ ყველაფერს ჩვენ განვახორციელებთ ერთად. გუნდური მუშაობა არის ამ გზაზე წარმატების ყველაზე დიდი საფუძველი. ერთიანობა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ამ მხარდაჭერის ფასიც და პასუხისმგებლობაც გვესმის და დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება" ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ, ხალხთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up