“ქვეყანაში დღეს ნატურალური  რძის დეფიციტია და ამას რძის ფხვნილით ვავსებთ“- მინისტრის მოადგილე

“ქვეყანაში დღეს ნატურალური რძის დეფიციტია და ამას რძის ფხვნილით ვავსებთ“- მინისტრის მოადგილე

access_time2020-05-15 14:30:49

ქვეყანაში დღეს გვაქვს ნატურალური რძის დეფიციტი და ამას  რძის ფხვნილით ვავსებთ,“- ასეთია  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის პასუხი იმ ფერმერებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მთავრობას  ნატურალური რძის სუბსიდირება მოსთხოვეს. 


„მოთხოვნამ რომ არ გადაუსწროს მიწოდებას, ამის გამო შემოგვაქვს რძის ფხვნილი. კარგია საერთოდ, რომ არ შემოდიოდეს, სწორედ ამიტომ  ამ მიმართულების განვითარებაზე ვმუშაობთ,  სსხვადახვა პროექტების მეშვეობით.  რაც შეეხება მათ პროტესტს, თუ რატომ შემოდის რძის ფხვილი,  უნდა ითქვას, რომ თავად მათ სჭირდებათ ეს პროდუქტი   ხბოების გამოსაკვებად.  როგორც მათი,  ასევე რძემჟავა პროდუქტის მწარმოებლების მხრიდან  არის მოთხოვნა. ჩვენ კი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ.“-განაცხადა გიორგი ხანიშვილი.

 

მინისტრის მოადგილე „კომერსანტს“ იმ კონკრეტულ საკითხებზეც ესაუბრა, თუ რატომ ვერ ხერხდება ნატურალური რძით ბაზრის შევსება და რატომ სჭირდება ქვეყანას რძის შემცვლელით მომარაგება.

 

„როგორც ვთქვი, მეც მომხრე ვარ ნატურალური რძე იყოს ბაზარზე და არა რძის ფხვნილის პროდუქტი, თუმცა, მხოლოდ ერთი რეკორდსმენი ფერმერი გვყავს, რომელიც ერთ სულზე 8730 ლიტრს წველის, ჩვენი მასშტაბი კი 10 000 ლიტრია.  გვყავს ფერმერები, რომლებიც 4000 რომ წველიან თვითღირებულებაც ეზრდებათ ეს არის მენეჯმენტის საკითხი. ინვესტიციაში ჩვენ ვეხმარებით, სხვა დანარჩენი უნდა მოაგვარონ თავად.  გარდა ამისა, მეცხოველეობის განვითარებით საქართველო ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს მაღალპროდუქტიული საქონელი მხოლოდ 7 000 სული გვყავს. სწორედ ამიტომ ბევრი პროექტი გვაქვს, რომ ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას.ეს პროექტები ყველა საჯაროა და ყველას შეუძლია კონკრეტულად მიიღოს ინფორმაცია.“-აცხადებს გიორგი ხანიშვილი.  

 


მისივე განმარტებით, ადგილობრივი წარმოების რძე სარგებლობს ძალიან ბევრი შეღავათით.  რაც შეეხება 9 პროდუქტის სუბსიდირებას, რომელ ჩამონათვალშიც რძის ფხვნილიც მოხვდა, ხანიშვილი  განმარტავს, რომ  თუ ლარის   კურსის დევალვაციის გამო საფასო პოლიტიკა შეიცვლებოდა, მხოლოდ ამ ცვლილებებს აზღვევდა სახელმწიფო.მინისტრის მოადგილე ადგილობრივ ფერმერების ნათქვამს იზიარებს, რომ რძის ფხვნილით დამზადებულმა პროდუქტმა ნატურალური რძის ფასს გადააჭარბა ან გაუტოლდა.

 

„საქართველოში იწარმოება 550 მლნ.  ლიტრი ნედლი რძე. აქედან 20% მოდის რძის ფხვნილზე, რომელსაც რძემჟავა პროდუქტების წარმოების დროს იყენებენ და იღებენ პროდუქტს.  ქვეყანაში ნედლი რძის წარმოებულ პროდუქტს ვერ აღემატება შემოტანილი, ვერც რაოდენობაში და არც ის შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ნატურალური რძის ფასს გადაუსწრო შემცვლელის ფასმა. ბუნებრივია, არსებობს კონკურენტული გარემო, რომელ გარემოშიც უწევს ცხოვრება სოფლის მეურნეობის ყველა სფეროს,, მათ შორის მეცხოველეობის მიმართულებას. ჩვენ კი ვეხმარებით გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები.“-აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ფერმერებსა და ნატურალური რძის რეალიზაციაზე  „კომერსანტი“ წერდა.  ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი მეწარმეები და ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავდნენ, პრობლემას ნატურალური რძის სუბსიდირებასთან დაკავშირებით. 


კერძოდ, მათი ინფორმაციით, COVID-19-მა გვერდი ვერც რძის მწარმოებლებს აუარა. სახელმწიფოს მიერ რძის ფხვნილის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილებამ მწარმოებლები არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით რძის ფხვნილის მოთხოვნა წახალისდა, ნედლი რძის სექტორს კი დამატებითი სირთულეები შეექმნა.


საქართველოს მერძევეობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან არქანია მიიჩნევს, რომ თვითღირებულების რეგულირება შესაძლებელია წარმოებული რძის რაოდენობის გაზრდით, თუმცა დაბალი მოთხოვნა ნედლ რძეზე ვერ ახდენს რძის რაოდენობის ზრდის სტიმულირებას. რძის გადამამუშავებელი კომპანიები არჩევანს აკეთებენ იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რომლის ფასი ნედლი რძის ფასთან მიმართებაში დაბალია.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up