ქვეყანაში დასაქმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭირავს  და მისი შეჩერება თუნდაც კორონავირუსის გამო  არ შეიძლება“

ქვეყანაში დასაქმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭირავს და მისი შეჩერება თუნდაც კორონავირუსის გამო არ შეიძლება“

access_time2020-05-06 16:30:36

„ქვეყანაში დასაქმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭირავს  და მისი შეჩერება თუნდაც კორონავირუსის გამო  არ შეიძლება,“- ამის შესახებ „კომერსანტს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა განუცხადა


„თუმცა, თუ შეფერხდება ინფრასტრუქტურის დაფინანსება რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას განვიხილავ.  ის წილი, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტს უჭირავს მშენებლობის სახით და ის წილი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანია.დიდია იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები. თუ რეგიონში რამე პროექტზე მიდის მუშაობა ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს სწორედ სამშენებლო კომპანია წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.

ინფრასტურქტურაზე მუშაობას ძალიან ბევრი ჯაჭვური ეფექტი, საქმეშია ჩართული არა მხოლოდ კომპანია რომელიც უშუალოდ მშენებლობას ახორციელბს არამედ მასალის მიმწოდებელი, ასევე ქვეკონტრაქტორები და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შეუფერხებლად განხორციელება.“-ამბობს ანა საბახტარიშვილი.

 

აკადემიკოსი  ავთანდილ სილაგაძე მიიჩნევს, რომ  ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილის შეჩერება იმ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის თანხის დაზოგვაა, რომელიც კორონავირუსის გამო ქვეყანაში შეიქმნა. 


 

“როდესაც ვეძებთ თანხებს სხვადასხვა საშუალებით და თანხების დეფიციტი გაგვაჩნია,  შეიძლება გადაიხედოს ზოგიერთი ინდფრასტრუქტურული პროექტი რომლის გაჩერებით განსაკუთრებული არაფერი დაზიანდება და  ამ თანხით უფრო სარგებლიანი საქმე  გაკეთდება.მე არ ვამბობ, რომ საერთოდ გაჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე სამუშაოები რასაკვირველია უნდა გაგრძელდეს, თუმცა, რაც არის დაგეგმილი და არ წარმოადგენს გადაუდებელი მნიშვნელობის პროექტს, ეს შეიძლება შეჩერდეს და აქ დაიზოგოს თანხები.“-აცხადებს ავთანდილ სილაგაძე.

 

აკადემიკოსი საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა კორონავირუსამდეც შემცირებული იყო და მისი წილი არც სამომავლოდ  გაიზრდება.

 

„საუბრობენ, რომ უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად შემცირდება. დიდი ხანია ეს ტემპი არსებობს, თუმცა, არ იყო ისეთი სიმძლავრის, რომ გავლენა მოეხდინა ქვეყნის ეკონომიკაზე.ამ პირობებში ინვესტიციების შემოდინება, რა თქმა უნდა შედარებით მოიკლებს, რადგან გლობალური პრობლემაა და ალმოდებულ სახლში ფულს შესანახად არავინ შეიტანს. ასე გაგრძელდება გარკვეული პერიოდი და უნდა შევეგუოთ ამას.-აცხადებს  ავთანდილ  სილაგაძე.


შეგახსენებთ, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი რომ გაგრძელდება ამას პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაც ადასტურებს. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფომ სამშენებლო მასალების ფასის ზრდა 200 მლნ ლარის ოდენობით უკვე დააზღვია.


ნათია ლომიძე




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up