„ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეთანხმებული არ გაქვს“

„ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეთანხმებული არ გაქვს“

access_time2020-02-19 18:00:32

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები მართვის სისტემის დეპოლიტიზაციას, კერძო სექტორის სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.


„ქართული ოცნების“ მმართველობის თითქმის 8 წლიანი პერიოდი „კომერსანტთან“ „ახალი საქართველს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ შეაფასა და ის ძირითადი ეკონომიკური მოვლენები გამოყო, რომლებმაც ქვეყნის განვითარების შეფერხებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.


„არ არსებობს სფერო, სადაც წინსვლა გვაქვს. მაგალითად, ავიღოთ ენერგეტიკა, 80%-ით გაიზარდა მოხმარება და ფაქტობრივად არ გაზრდილა ქვეყნის შიგნით წარმოების პოტენციალი, ჩვენ თვითონ არ ვაწარმოებთ, შესაბამისად, კიდევ უფრო გავხდით იმპორტზე დამოკიდებული. ასევე გეგმავდნენ საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევას, მაგრამ სატრანსპორტო ლოჯისტიკის რეიტინგებში 40 ადგილით დავქვეითდით, უკრაინის და სომხეთის რკინიგზა უფრო კარგ შეფასებებს იმსახურებს ვიდრე ქართული, რადგან ტვირთბრუნვა დაეცა. რეგიონების განვითარების კუთხით ხომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა, ფაქტობრივად, მიტოვებულია ქალაქები და რაიონები ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე. სამუშაო ადგილები საჯარო სექტორში გაიზარდა და კერძო სექტორში წლიდან-წლამდე ან იგივე რჩება ან მცირდება. ლარის კურსი გაუბედურებულია, ხოლო საგარეო ასპარესზე სულ უფრო გვლანძღავენ და გვაკრიტიკებენ. ასოცირების შეთანხმებასაც კი უკვე საფრთხე დაემუქრა და ყოველმხრივ უმძიმეს ვითარებაში ვართ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.


მისივე თქმით, იმის გამო რომ ქვეყანაში ახალი არაფერი კეთდება და საბანკო სფეროში მონოპოლიაა, ინვესტიციების მოზიდვას დიდი პრობლემები ექმნება. გარდა ამისა, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხითაც სავალალო მდგომარეობაა.



„ქვეყანაში ახალი რომ არაფერი კეთდება ინვესტიციებსაც დაეტყო და უკვე სერიოზული ჩამოშლაა, მას გასულ წელს ყველაზე მეტად კორუფციამ და ნეპოტიზმმა დაარტყა. ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან არ გაქვს შეთანხმებული, ამიტომ ინვესტიცია ასეთ სიტუაციაში არ შემოვა. საბანკო სექტორში კი ბაზარი 2 ბანკს აქვს მონოპოლიზირებული, გარდა ამისა ჩვენ არცერთი საერთაშორისო ტრენდული ბანკი არ გვყავს ქვეყანაში და ეს ინვესტიციების მოზიდვას დიდ პრობლემებს უქმნის. ტურიზმი კი რომელიც ითვლებოდა, რომ ვითარდებოდა - საშინელ კრიზისში შევიდა, იმიტომ რომ ნაკადების ზრდა მიზერულია, მაშინ როცა სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან სწრაფად იმატებს. სოფლის მეურნეობაში მილიარდები დაიხარჯა და შედეგი ნულია, რადგან 207 ათას ჰექტარს როგორც ვამუშავებდით ისევ იგივეს ვამუშავებთ, ფაქტიურად მილიარდები გადაიყარა წყალში და სოფელში მცხოვრები ადამიანების გამომუშავება ისევ 57 ლარია ანუ ფაქტობრივად თუ ამას ლარის გაუფასურებას დავამატებთ - მკვეთრად შემცირდა. ეკონომიკური განვითარებისთვის მოსახლეობის რიცხოვნობას განსაკუთრებული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დემოგრაფიული კუთხით უფრო და უფრო მცირდება საქართველოში მოსახლეობა და ძალიან დიდი ემიგრაცია გვაქვს. ძალიან ბევრი სფეროა კრიზისში და ვითარება სულ უფრო უარესდება“, - განმარტავს გიორგი ვაშაძე.


რამდენიმე თვის წინ კი „ქართულმა ოცნებამ“ განვლილი მმართველობის წლები ასე შეაფასა: კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათივე განცხადებით, დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად.


ამ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში, „ქართული ოცნების“  35-მა დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ, ხმა არ მისცა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up