ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება

access_time2022-12-08 16:15:43

ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების მონტაჟი იწყება. 9 დეკემბერს ოფიციალურად შედგება პრემიუმ ქარის ტურბინების პრეზენტაცია, რომელსაც  ენერგიის მიწოდების დარგში წამყვანი თურქული კომპანია TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ი აწარმოებს. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს ჭკვიან მზის სისტემებს, ქარის ტურბინებს, მზის ენერგიის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს.

 

 

 

 

საქართველოში TUMURLY SMART TECHNOLOGIES SISTEMS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი ქართული კომპანია „გებ ჯგუფი“ იქნება, რომელმაც პირველი ქარს ტურბინა საკუთარი ოფისის ( ბიზნეს ცენტრი ატრიუმი) სახურავზე უკვე დაამონტაჟა.

 

 

 

 

როგორც „კომერსანტთან“ „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა თამაზ ნასყიდაშვილმა განაცხადა,  ქარის მინი-ტურბინები საქართველოსთვის ინოვაციაა, რომელზეც სამომავლოდ დიდი მოთხოვნა იქნება. „გებ ჯგუფის“ მენეჯერი აცხადებს, რომ მოსახლეობის გარდა, აღნიშნული ქარის ტურბინები მოთხოვნადი შესაძლოა იყოს კავშირგაბმულობის კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ გადამცემ ანძებს დიზელით, ან სხვა საშუალებებით ამუშავებენ. ასევე ქარის ტურბინა ელექტროენერგიის მიღების ხელსაყრელი წყარო იქნება ფერმერებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმროებისთვის და სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის. რაც მთავარია, არსებული ტექნოლოგიური განვითარება უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღებული ჭარბი ელექტროენერგია გაიყიდოს.

 

 

 


„საუბარია 0,6 კვტ-დან 10 კვტ-მდე ქარის ტურბინების მონტაჟზე. საწყის ეტაპზე აქცენტს მაინც ქარის ტურბინებზე ვაკეთებთ. პირველ სადემონსტრაციო ტურბინას ვამონტაჟებთ ბიზნეს ცენტრ „ატრიუმის“ თავზე, რომელიც იქნება 5 კვტ-იანი. რომელსაც მოქმედებაში მოვიყვანთ და ჩვენივე ოფისს ელექტროენერგიით მოვამარაგებთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში „თელასი“ და „ენერგო პრო“ აყენებენ ისეთ მრიცხველებს, რომ პირობითად თუ მე დავაყენე 10 კვტ-იანი ქარის ტურბინა და ოფისში ამ რაოდენობის ელექტროენერგია არ მჭირდება, ზედმეტს რასაც ეს ტურბინა გამოიმუშავებს გავუშვებ ქსელში ანუ გავყიდი. ნებიერს ვისაც ექნება საშუალება, რომ მსგავსი ტიპის ტურბინა დააყენოს და ჭარბი ელექტროენერგია ექნება მას თავისუფლად გაყიდის. მრიცხველი მუშაობს შემდეგი პრინციპით, თუ შენ მეტს მოიხმარ ვიდრე ტურბინის გამომუშავებაა, მაშინ შენ აქეთ იღებ სადისტრიბუციო კომპანიიდან ენერგიას, მაგრამ თუ ჭარბი გაქვს, პირიქით უშვებ ქსელში“, - განმარტავს „კომერსანტთან“ „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

 

 

თამაზ ნასყიდაშვილის თქმით, აღნიშნული ტურბინების მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე, სადაც კი ქარი ქრის.

 

 

„სადაც ქარი დაუბერავს, ყველგან დავაყენებთ. არსებობს ზოგადად რუკები, თუ სად არის შედარებით ქარიანი ლოკაციები. თუმცა მომხმარებელი არსებული ლოკაციიდან გამომდინარე, თავად წყვეტს, მისთვის კონკრეტულ ადგილზე ასეთი ტურბინის დაყენება ხელსაყრელია, თუ არა. მისი დაყენებისთვის ზედმეტი ბიუროკრატია არაა საჭირო“,- ამბობს „გებ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

 

 

მისი თქმით, ქარის და მზის ტურბინების მიქსში შეთავაზებით მომხმარებელ შესაძლებლობა ექნება 24 საათიანი ელექტრომომარაგება ჰქონდეს.

 

კომპანიის მენეჯერის თქმით, ბაზარზე საკმაოდ დაბალი ფასებით შემოდიან, რადგან აქცენტს რაოდენობაზე აკეთებენ.

 

 

რაც შეეხება თავად ქარის ტურბინის გაბარიტებს, როგორც ირკვევა საკმაოდ პატარაა და მაგალითად 10 კვტ-იანი ქარის ტურბინა 2,8 მეტრის სიმაღლისაა.


მინი ტურბინების საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესაც ესაუბრა. როგორც დავით ნარმანია  „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული მინი სადგურების ჩართვა ნეტო აღრიცხვის სისტემაში  ხდება და მარეგულირებელი წესები ამ სიახლეს მზად ხვდება.


ნარმანიას განმარტებით, პროექტი თავად არიან ძალიან საინტერესო იმისთვის, რომ დამატებითი განახლებადი ენერგია იყოს ჩართული ნეტო აღრიცხვის სისტემაში.


„აღნიშნული პროექტი თავისი შინაარსით არის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩასართავი ტიპის სადგური, მცირე მიკრო სადგური, როგორც ეს სემეკის მიერ დადგენილ წესებში წერია. თავის დროზე ნეტო აღრიცხვის სისტემაში პირველი საპილოტე სადგური 2016 წელს ჩაერთო, რომელიც გაკეთდა USAID-ის მხარდაჭერით თელავში და შესაბამისად, უკვე აპრობირებული მოდელია. როგორც მზის სადგურები ერთვება ნეტო აღრიცხვის სისტემაში, ასევე ერთვება ქარის ტურბინები. ამიტომაც ჩვენი მარეგულირებელი წესები ამ სიახლეს მზად ხვდება. აბონენტს, რომელიც დააყენებს მზის თუ ქარის მიკრო სადგურს, მან განაცხადით უნდა მიმართოს „თელასს“ ან „ენერგო პროს“, იმის მიხედვით, თუ სად დგამს და შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან დააყენონ მრიცხველი.


მრიცხველის საფასური და განაცხადის ფორმა დამტკიცებულია სემეკის მიერ და შესაბამის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთვება. რაც ნიშნავს იმას, რომ ჭარბი ენერგია, რაც ექნება გაუშვებს ქსელში, ხოლო როცა დეფიციტი ექნება ქსელიდან მიიღებს ენერგიას და წელიწადში ერთხელ, 1-ელი მაისისთვის მოხდება გაქვითვა. ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტია, რომ დამატებითი განახლებადი ენერგია იყოს ჩართული ნეტო აღრიცხვის სისტემაში“, - აცხადებს დავით ნარმანია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up