რეგულაციების გამკაცრებით ქვეყანა ავტოსასაფლაოდ არ უნდა გადაიქცეს

რეგულაციების გამკაცრებით ქვეყანა ავტოსასაფლაოდ არ უნდა გადაიქცეს

access_time2018-07-12 19:00:49

„ქვეყანაში ძველი მანქანების შემოდინება უნდა შეფერხდეს როგორც ეკოლოგიის  ასევე კომერციული თვალსაზრისით“ - ასე ეხმაურება „კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი გიორგი სურგულაძე  მამუკა ბახტაძის განცხადებას დაბალი სტანდარტების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ინიციატივა მნიშვნელოვანი და დროულია. სურგულაძეს 2006 წელზე ქვევით მანქანების ქვეყანაში შემოყვანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

„ჩვენმა მეზობლებმა ყველამ მიიღო „ევრო 5“ -ის კანონი, საქართველში ეს სტანდარტი არ არის, რაც რეექსპორტს აფერხებს. თუ ერთი და იგივე სტანდარტში მოვექცევით, ეს კიდევ უფრო წაახალისებს და გაზრდის რეექსპორტს რომელიც, ახლა ძალიან გაზრდილია. დაბალი სტანდარტების მანქანების რიცხვი ისეთი მაღალი არ არის, როგორიც ადრე იყო. ეს განპირობებულია განბაჟების ტარიფების ცვლილებით,“ - აცხადებს გიორგი სურგულაძე.   

 

„კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს.

 

„მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ევროპაში უახლოეს თვეებში დიზელის აკრძალვა მოხდება, ანუ პრაქტიკულად დიზელის ყიდვა-გაყიდვა და დიზელის მანქანით სარგებლობა დიდი ალბათობით აიკრძალება. ეს მანქანები კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოაწყდება. ხელისუფლებამ ეს კანონმდებლობა სწრაფად თუ არ დაახვედრა, დიზელთან მიმართებაში მოკლე დროში გარემოსთვის სერიოზულ ზიანს მივიღებთ“, - აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.

 

მისი თქმით, ცვლილებები იმ ადამიანებისთვისაც მისაღები იქნება, ვინც ძელი მანქანების შემოყვანით არის დაკავებული.


 

„დღეს ვინც მუშობს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაზე, ყველა მოერგება ახალ სტანდარტს. საბოლოო ჯამში, ვისაც დღეს ძველი მანქანები შემოჰყავს და ამითი აკეთებს ბიზნეს, იძულებული იქნება გადაეწყონ ახალ სტანდარტზე, რაც საბოლოო ჯამში მისთვისაც კარგი იქნება, რადგან რეგიონის მიმართულებით დაიწყებს მუშაობას  და მარტო საქართველოს ბაზარზე არ იქნება  ორიენტირებული. ასევე  მნშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვისაც , რადგან უცხოური ვალუტა ქვეყანაში დარჩება“, - განაცხადა გიორგი სურგულაძე.

 

გიორგი სურგულაძის მოსაზრებას ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი რატი აბულაძე. თუმცა, მისი თქმით,  ქვეყანაში კანონები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის პარალელურად უნდა გამკაცრდეს, წინააღმდეგ შემთხვევასი მივიღებთ უმუშევართა არმიას.

 

„იმპორტის შეზღუდვა ისეთივე მტკივნეული საკითხი არ იქნება, როგორც ტექნიკური დათვალიერების გამკაცრების პოლიტიკა. ტექნიკური დათვალიერების მოთხოვნები მკაცრი არ უნდა იყოს.   არსებული საავტომობილო პარკის ერთი ხელის მოსმით შეცვლით  ქვეყანა ავტო სასაფლაოდ არ ინდა იქცეს.  ძველი მანქანის მფლობელები, რომელთა დიდი ნაწილისათვის მანქანა არის ოჯახის რჩენის საშუალებაა, პოლიტიკამ არ უნდა გააკოტროს. ბუნებრივია, ყველას უნდა ახალი მანქანა, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს იმას იძენს“, -  განაცხადა რატი აბულაძემ

 

ეკონომიკის დოქტორი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქვეყანა  შემცირებულ იმპორტს  და განახლებულ საავტომობილო პარკს მიიღებს. მისი თქმით, რეგულაციები სატრანსპორტო პოლიტიკას მოაწესრიგებს შედეგად კი გადატვირთული გზები  განიტვირთება. აბულაძე იმ უარყოფით მხარეებს ამახვილებს ყურადღებას რომელიც შესაძლოა ინიციატივის მოჰყვეს.

 

„რეგულაციების შედეგად ბაზარი თავისუფალი გახდება მხოლოდ მსხვილი ავტოდილერებისთვის და „განთავისუფლებული“  - მცირე კაპიტალით მოქმედი ავტო დილერებისგან. სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გვყავს იაფფასიანი მანქანების მომხმარებელთა დიდი სეგმენტი და ძვირადღირებული მანქანების მსყიდველოუნარიანი მცირე სეგმენტი. შესაბამისად, ბაზრის მსყიდველობითუნარიანობისა და ავტოდილერების მცირე საბრუნავი კაპიტალის ფონზე (მათი დიდი ნაწილი ოჯახებს   არჩენს  ხანდაზმული და დაბალ ფასიანი მანქანების იმპორტით) კიდევ ერთი სეგმენტი დაემატება უმუშევართა არმიას, რაც ისევ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად“, - აცხადებს რატი აბულაძე.

 

ბაჩო ადამია





საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up