ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან 10-ის მოგება შემცირებულია

ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან 10-ის მოგება შემცირებულია

access_time2019-05-08 14:30:08

საქართველოს ყველა კომერციულმა ბანკმა 2019 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინა. ქვეყანაში არსებული 15 ბანკიდან 10-ის მოგება შემცირებულია.


ჯამურად საფინანსო სექტორის მოგებამ წლის პირველ კვარტალში 198,601,203 ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 34,712,821 ლარით, ანუ 15%-ით ნაკლებია.



აბსოლუტურ რიცხვებში მოგებით პირველ ადგილზე თიბისი ბანკია, რომელმაც წლის პირველ სამ თვეში 98,571,884 ლარის მოგება გამოიმუშავა, თუმცა ეს რიცხვი 2018 წელთან შედარებით 8.5%-ით ნაკლებია.


73,350,878 ლარით მეორე ადგილზე საქართველოს ბანკია, მოგების ეს რიცხვი 2018 წელთან შედარებით, 2%-ით ნაკლებია. მოგების მიხედვით მესამე ადგილს ტერაბანკი იკავებს.


მკვეთრად არის შემცირებული ლიბერთი ბანკის მოგება. ქვეყნის მესამე უმსხვილესმა ბანკმა პირველ კვარტალში მხოლოდ 3,986,406 ლარის მოგება მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 73%-ით ნაკლებია. შედეგად ლიბერთი რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს.



წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „კრედო ბანკი“, რომლის მოგებაც 6-ჯერ გაიზარდა და 5.7 მლნ ლარი შეადგინა. 5-ჯერ გაიზარდა „ბანკი ქართუს“ მოგება. 177%-ით შემცირდა „ხალიკ ბანკის“ მოგება და -2.6 მლნ ლარი შეადგინა. „ხალიკ ბანკის“ გარდა ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა პირველი კვარტალი.


საბანკო სისტემის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, თვის განმავლობაში ბანკების უკუგება აქტივებზე (ROA) 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1.9 პროცენტს შეადგენს. უკუგება კაპიტალზე (ROE) კი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2 პროცენტს შეადგენს.


სტატისტიკის მიხედვით, ქართულმა ბანკებმა 2019 წლის პირველ კვარტალში 1,036,704,000 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. თუმცა, შემოსავლების ზრდის ტემპზე მეტად - 18%-ით გაიზარდა ბანკების ხარჯები, რის გამოც ბანკების მოგების მაჩვენებელი შემცირებულია.


კომერციული ბანკების მთლიანმა ხარჯებმა 808,236,000 ლარი შეადგინა, მათ შორის:



საპროცენტო ხარჯები - 380,868,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 13.6%;



არასაპროცენტო ხარჯები (აპარატის ხარჯები, სხვა არასაპროცენტო ხარჯები) - 303,288,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 6.4%;



ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით - 124,080,000 ლარი, ზრდა წინა წელთან 102%.


შედეგად ბანკების მოგება გადასახადების გადახდამდე 228,468,000 ლარამდე, ანუ 13%-ით შემცირდა, დაბეგრილმა მოგებამ კი 198,601,000 ლარი შეადგინა.



BMG


თეგები:
ბანკი



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი,ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up