რომელ ქართულ კომპანიებს  აქვთ საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზინგის  პოტენციალი - „თეგეტა მოტორსის“ და „ემ ჯგუფის“ მოსაზრებები

რომელ ქართულ კომპანიებს აქვთ საერთაშორისო ბაზარზე ფრანჩაიზინგის პოტენციალი - „თეგეტა მოტორსის“ და „ემ ჯგუფის“ მოსაზრებები

access_time2019-07-02 13:30:22

საქართველოში მრავალი წარმატებული უცხოური კომპანიის ფრანჩაიზინგია განვითარებული: სასტუმროები (Hilton, Radisson, Sheraton), სწრაფი კვება (McDonald’s, Wendy’s, Dunkin’ Donuts, Subway), წარმოება (Coca-Cola), მაგრამ არ ხდება წარმატებული ქართული კომპანიების ფრანჩაიზინგის მოდელში კონვერტირება.


როგორც „კომერსანტთან“ ბიზნეს ანალიტიკოსმა ჯაბა თარიმანაშვილმა განაცხადა, არსებობენ წარმატებული ქართული კომპანიები საწვავის საცალო ვაჭრობის სფეროში – ვისოლი, ავტო–სერვისის სფეროში – „თეგეტა მოტორსი“, რესტორნების სფერო – “წისქვილი“, „მ ჯგუფი“, რომელთა განვითარება წლებმა გამოსცადა, შესაბამისად ასეთ კომპანიებს აქვთ საშუალება ჩამოაყალიბონ ფრანჩაიზინგის მოდელი, რის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ ინვესტორებს განავითარონ ქართული ბიზნესი თავის ტერიტორიაზე.


„კომერსანტი“ დაინტერესდა აქვთ თუ არა დასახელებულ ქართულ კომპანიებს შექმნან საკუთარი ფრანჩაიზინგის მოდელი და ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ?



„თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორი ავთანდილ წერეთელი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 24 წელია ოპერირებს. კლასიკური გაგებით ფრანცაიზინგის მოდელით არა, თუმცა,წლების განმავლობაში კომპანია არაერთ მის პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებსაც თავიანთი მაღაზიების ქსელი აქვთ.


„ჩვენ მათთან ურთიერთობაში არაერთი რამ დავგეგმეთ, ჩვენი გამოცდილება გადავიტანეთ როგორც ბიზნესის მოდელის წარმოებაში, ასევე პროდუქციის ასორტიმენტში. არაერთი ობიექტი დღემდე ჩვენი სტანდარტით მუშაობს.


ფრანჩაიზინგი თავისი შინაარსით გულისხმობს სწორედ ბიზნეს მოდელის ისეთ სისტემატიზირებას, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს და ჩვენი სახელით გააგრძელოს ოპერირება. აზერბაიჯანში ჩვენ 2017 წლიდან ვართ წარმოდგენილი.იქ არის aztech tegeta motors-ი, რომელიც ქართულ- აზერბაიჯანული ეროთობლივი კომპანიაა. ეს კომპანია ყველა მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ სტანდარტით ფუნქციონირებს. საკმაოდ წარმატებულია.


ჩვენთვის, ის ნოუჰაუ, რომელიც ამ წლების განმავლობაში შევქმენით,ის ბიზნეს მოდელი რომელიც გვაქვს, საკმაოდ უნიკალურია. ტექნიკის სრულ სპექტრზე ვმუშაობთ. მათ შორის, როგორც  ტექნიკის  რეალიზაციაზე, ასევე გაქირავებაზე, მათ ტექნიკურ მომსახურებაზე. ჩვენი მომხმარებლებისთვის (საცალო, კორპორატიული) ჩვენ უზრუნველყოფთ სრულ ციკლს ავტოტექნიკის მომსახურების მიმართულებით“-აცხადებს ავთანდილ წერეთელი.


მისივე განმარტებით,ამ მოდელის კომპანიები პრაქტიკულად ძალიან მცირეა მსოფლიოში.ეს მოდელი  საკმაოდ წარმატებულია ჩვენს ქვეყანაში,შესაბამისად, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ უკვე გავიდა აზერბაიჯანში, ახლა კი მუშაობა მიმდინარეობს სომხეთთან.



„ამ კუთხით ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი წარმომადგენლობის გავლით და არა ისე, როგორც ერთობლივი საწარმო. ესეც გარკვეული ექსპერიმენტია, რომელიც გვინდა სომხეთის მიმართულებით გავაკეთოთ. შემდეგ იგეგმება შუა აზიის მიმართულებით, კონკრეტულად კი  უზბეკეთის ბაზარზე შესვლა. ჩვენ, განვითარების მიმდინარე ეტაპზე, დაახლოებით 3-5 წლის პერსპექტივაში, რეგიონში  აქტიურად განვავითარებთ ჩვენს წარმომადგენლოებებს,“-აღნიშნავს წერეთელი.


რაც შეეხება უშუალოდ ფრანჩაიზინგს, მისი განმარტებით, ჯერჯერობით ეს მოდელი დასრულებული ფორმით, ისეთი რომელიც კლასიკურად იქნება ფრანჩაიზინგი, კომპანიას არ აქვს. თუმცა, როგროც წერეთელი აცხადებს, „თეგეტა მოტორსი“ საქმიანობის და ბიზნეს მოდელის გადატანას ნამდვილად ახორციელებს სხვა  ქვეყნებში.


ავთანდილ წერეთელი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია „თეგეტა მოტორსი“ განვითარების იმ ეტაპზე მივა, რომ ფრანჩაიზინგის მიმართულებით განვითარდეს.


„ამისთვის კომპანიამ განვითარების გარკვეული ეტაპი უნდა გაიაროს. მსოფლიოში  ფრანჩაიზინგის მოდელები უფრო მეტად გამოიყენება ხოლმე შედარებით ვიწროდ ფოკუსირებული ბიზნესების შემთხვევაში. მაგალითად, მაკდონალდსი და ასე შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში ეს ცოტა რთულია, რადგან ჩვენ, ჩვენი საქმიანობის ვიწროდ ფოკუსირებული ფორმატი არ გვაქვს. ჩვენ  მულტიბერნდულ და მრავალფეროვან საქმიანობას ვახორციელებთ.


მიუხედავად ამისა, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ „თეგეტა მოტორსი“ მივიდეს განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც უკვე ფრანჩაიზინგს გამოიყენებს, როგორც კომპანიის განვითარების ბიზნეს მოდელს,“-აცხადებს წერეთელი.


კითხვაზე, ქართულ კომპანიებს აქვთ თუ არა პერსპექტივა გავიდნენ ფრანჩაიზინგით უცხოურ ბაზრებზე, ავთანდილ წერეთელი განმარტავს, რომ კომპანიისთვის  ფრანჩაიზინგისკენ სწრაფვა არის ძალიან დიდი ინსპირაციის წყარო.


„მითუმეტეს, როდესაც ჩვენ ამ ბიზნესს გარეთ ვაკეთებთ,ერთი ორად საპასუხისმგებლოა ამ კუთხით. თუ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ღვინო და მისი ექსპორტი, რატომ არ შეიძლება მოავხდინოთ ბიზნეს ნოუჰაუს ექსპორტი? არიან კომპანიები, იგივე მსხვილი ბანკები, რომლებმაც მოახერხეს და ლონდონის ბირჟაზე არიან პრემიუმ ლისტინგში. მოიზიდეს რესურსები. ჩვენ ამ საკითხს   აქტიურად უნდა შევხედოთ,ძალიან მაღალი მოტივაციით და ქართულმა კომპანიებმა უფრო აქტიურად უნდა დაიწყონ გარეთ გასვლა და თავისი გამოცდილების გაზიარება. ნამდვილად არიან ქვეყანაში ისეთი კომპანიები, რომლებსაც ამის პოტენციალი გააჩნიათ.


„თეგეტა მოტორსი“, წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელშიც შედის შემდეგი კომპანიები: შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ (MAN Truck & Bus AG-ის, ოფიციალური წარმომადგენელი), შპს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ (JCB-ის ოფიციალური წარმომადგენელი); შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ (პორშესა და მაზდას ოფიციალური დილერი), ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია (Shell Lubricants – ოფიციალური წარმომადგენელი) და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ (TOYOTA-ს ოფიციალური დილერი საქართველოში).



კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ  ჯგუფი „ემ ჯგუფში“ განმარტავენ, რომ ბიზნესის ორგანიზაციული ფორმა ფრანჩაიზინგი ამ დროისთვის არ გამოუყენებიათ.მათი განმარტებით, საქართველოში სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი განვითარებადი მიმართულებებია, შესაბამისად, აღნიშნული პერსპექტივა კომპანიისთვის კარგი იქნება.


„კომპანია ემ ჯგუფს ამ მიმართულებით  განვითრების მცდელობა არ ჰქონია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ  დაინტერესების შემთხვევაში კერძო სექტორი და სახელმწიფო გვერდი-გვერდ დადგება და წინააღმდეგობის შემთხვევაში პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდება,“ აცხადებენ „ემ ჯგუფში“


კითხვაზე, ჰქონია თუ არა დღემდე „ემ ჯგუფს“ ფრანჩაიზინგის მიმართულებით განვითარების შემოთავაზება, კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთი არ ყოფილა, თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში წინადადებას აუცილებლად განიხილავენ.


სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m group დაარსდა 2005 წელს. დღეისთვის ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ (ყვარელი).


m group არის ლიდერი ბრენდი ქართულ HoReCa სექტორში. აღნიშნული პოზიციის შენარჩუნებასა და გამყარებაში ხელს გვიწყობს შემდეგი სტრატეგიული პრინციპები:


 

  • კონკურენტული უპირატესობებისა და ბაზრის პოტენციალის განვითარება
  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, პროდუქტის და ატმოსფეროს შექმნა
  • მომხმარებლის მოთხოვნების სისტემატიური შესწავლა და დაკმაყოფილება

 ჯგუფის მიზანია ძლიერი, ლიდერი, ნოვატორული ბრენდის პოზიციის შენარჩუნება და ბაზრის წილის დინამიური ზრდა, რომელიც დღეისათვის პრემიალური კლასის HoReCa სექტორში შეადგენს 20%.


სოფო ქსოვრელი 






სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანიc“ მე-3 აუქციონიც წარუმატებელი აღმოჩნდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანიc“ მე-3 აუქციონიც წარუმატებელი აღმოჩნდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up