„ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი ფსიქიკური გარემო  და ადამიანიც თავს იკლავს“ - სუიციდის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

„ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი ფსიქიკური გარემო და ადამიანიც თავს იკლავს“ - სუიციდის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

access_time2019-07-31 13:00:28

თვითმკვლელობამდე მიყვანა - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ.


ზუსტად ასე განიმარტება სუიციდი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაში. ციფრები აჩვენებს, რომ ეს მონაცემი ყოველწიურად საგანგაშოდ იზრდება და მატულობს.


ქვეყანაში, სადაც სულ  3 მლნ. 723 ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად ერთი მათგანი  მაინც თავს იკლავს. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურადაც დაადასტურა, რომ  საქართველოში ზოგადად კრიმინალი 54 %-ითაა გაზრდილი. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. სხვა მძიმე დანაშაულებებთან ერთად კი განსაკუთრებით საგანგაშოდ ჩანს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა .


ამ შემთხვევაში, საუბარია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლზე. სტატისტიკით ეს დანაშაული მხოლოდ ერთ წელში (2018)  150 %-ით გაიზარდა -სულ ასეთი 1663 შემთხვევაა აღრიცხული. ვითარება უფრო მძიმეა 2019 წელს, რადგან მხოლოდ ხუთი თვის (ინვარი-მაისი) მაჩვენებლით, სუიციდი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  23 % -ითაა გაზრდილი და უკვე დაფიქსირდა  993 ასეთი ფაქტი.


მართალია, სამართალდამცველი სტრუქტურა ამ ფაქტს სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით ხსნის და იქვე შიფრავს, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კვალიფიცირდება ყველა შემთხვევა, როდესაც სიკვდილის რეალური მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ სპეციალისტები ამ დანაშაულს სხვაგვარად განმარტავენ.



რატომ იკლავენ  თავს საქართველოში? - ფსიქოლოგები ამ მოცემულობას ამგვარად ხსნიან:


სიღარიბე, დეპრესია, სტრესი, არასწორი კვება, სამუშაო ადგილების დეფიციტი, უმუშევრობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, განათლების სისტემური პრობლემები, არასწორი აღზრდა, დაძაბულობა - სამი სიტყვით რომ ვთქვათ: მძიმე სოციალური ფონი.



თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი და პროფესორი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი


„ფსიქოლოგიაში სუიციდის წინაპირობა არის დეპრესია. როცა ეს მდგომარეობა დამძიმდება, ადამიანს აღარ აქვს შინაგანი რესურსი გაუმკლავდეს და გადალახოს ფსიქო-ემოციურ კრიზისს. თავად დეპრესიას იწვევს ერთდროულად რამდენიმე გარემოება. ერთის მხრივ, ადამიანები ვერ გამოიმუშავებენ ცხოვრებისეულ უნარებს, რადგან ეს არ უსწავლიათ. მათზე ბავშვობაში ან გადაჭარბებულად ზრუნავდნენ ან პირიქით, ინდიფერენტულად. ორივე უკიდურესობაა, რაც ვერ აყალიბებს დამოუკიდებელ პიროვნებას. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული რეალობა -90-იანი წლების შემდეგ მოირღვა სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა  სხვა სისტემაზე გადავიდა, ამ დროს ჩამოყალიბდა წერა-კითხვის უცოდინარი თაობაც. მერე ეს ეტაპი თითქოს მოიშალა, მაგრამ მოვიდა ტერორისა და ძალადობის ხანა. დღეს უკვე აბსოლუტურად უსისტემო და გაუმართავი სტრუქტურების დაქვემდებარებაშია მთელი ქვეყანა. განათლების სისტემა კვლავ გამოწვევაა - ეს ყველაფერი არ ჰქმნის ფონს, რომ ადამიანი გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს გარკვეულ სირთულეებთან გამკლავების რესურსის მქონე პიროვნებად“.


ერთი მხრივ სირთულეებთან გამკლავების უნარების არცოდნა და მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი რომ გადამწყვეტია, ამას ეთანხმება ფსიქოლოგი ნონა ხიდაშელიც. მეტიც, ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი ფსიქიკა, ამიტომ ადამიანიც მარტივ გამოსავალს ეძებს - ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს.


„ჩვენ დღეს არ გვაქვს ჯანსაღი ფსიქიკური გარემო და ერთ წამში ყველაფრისთვის წერტილის დასმა გვინდება. ეს განავითარა იმ რეალობამ, რომელშიც ვცხოვრობთ. სუიციდი და თვითმკვლელობამდე მიყვანა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კონკრეტული მიზეზებია: 30 წელია ვცხოვრობთ  მოლოდინის რეჟიმში და სტრესულ გარემოში. ამ დროში ჩვენი ცხოვრება დაემსგავსა ფიზიკურ თვითგადარჩენას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალგაზრდა ასრულებს სწავლას და აღარ იცის რა ქნას. ეშინია,რომ შეიძლება ვერ დასაქმდეს. მით უმეტეს, ქვეყანაში საშინელი აგრესიული ფონი და სიძულვილია; განსხვავებული აზრის გამო მტრად აღიქვამენ და ვერ გიტანენ.  ეს  ყველაფერი არღვევს ფსიქიკას და ადამიანი ერთ წამში ასრულებს თავის სიცოცხლეს“.


თვითმკვლელობამდე მიყვანის სტატისტიკა წლების მიხედვით:

  • 2019 წელი (იანვარი-მაისი) : 993 ფაქტი (გახსნილია 4 საქმე)
  • 2018 წელი : 1663 ფაქტი (გახსნილია 3 საქმე)
  • 2017 წელი: 665 (გახსნილია 7 საქმე)
  • 2016 წელი: 552 (გახსნილია 6 საქმე)

(წინა წლების ოფიციალური სტატისტიკა არ მოიძებნება).


აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სუიციდისა და მის პრევენციას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იღუპება სუიციდის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია. სტატსიტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.


სალომე ლემონჯავა




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up