2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 158.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 312.3 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 9.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული IV კვარტლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 595.7 ათასით განისაზღვრა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 337.7 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 225.4 ათასი ვიზიტი თვეში).
ხარჯის ტიპის მიხედვით საქართველოს რეზიდენტები საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო ხარჯების განაწილება ასეთია:
• საყიდლები - 80.3 მლნ ლარი;
• ტრანსპორტი - 48.3 მლნ ლარი;
• საკვები და სასმელი - 47.5 მლნ ლარი;
• განთავსების საშუალება - 7.5 მლნ ლარი;
• გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 1.4 მლნ ლარი;
• სხვა ხარჯი - 43.1 მლნ ლარი.