ქვეყანას კრიზისიდან  გამოსასვლელად დაახლოებით 20 წელი სჭირდება - გიორგი ქადაგიძე

ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად დაახლოებით 20 წელი სჭირდება - გიორგი ქადაგიძე

access_time2020-07-24 10:00:17

ქვეყანა წლებია ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს. ახლაც გზავნილები ერთადერთი შემოსავალია, რომელიც არ მცირდება, - ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სიღარიბეზე, დამოუკიდებელ სასამართლოსა და ღარიბ ქალაქებზე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ამ თემაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ფეისბუქ-პოსტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობა ყოველ წელს მცირდება, რადგან 30 წელია ხალხი უმუშევრობას და სიღარიბეს გაურბის. მისი თქმით, საქართველო ორჯერ უფრო ღარიბია ვიდრე ევროკავშირის ღარიბი ქვეყანა ბულგარეთი.


„3,7 მილიონიან ქვეყანაში, 400 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველის დახმარებას იღებს. კიდევ 300 ათასი კი, მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. 850 ათასი პენსიონერის შემოსავალი 220 ლარია. ქვეყანაში გაფორმებულია 600 ათასი სალომბარდო ხელშეკრულება.

ყოველი მესამე ბავშვი ქვეყანაში სიღარიბეში იზრდება (27.6%), 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი

მოსახლეობის ნახევარზე მეტი (54 პროცენტი) კი ამბობს, რომ თუ 300 ლარის სესხება დასჭირდა, ერთი ახლობელიც კი არ ჰყავს, რომელსაც ამ თანხას ესესხებოდა.

ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს- მილიონ130 ათას ადამიანს აქვს. აქედან 16 პროცენტის ანუ 191 ათასი ადამიანის ანაზღაურება, თვეში საშუალოდ 100 ლარზე ნაკლებია.

1,9 მილიონიანი სამუშაო ძალიდან, წელიწადში 40,000 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 2% აქვს და ა.შ.“ - ნათქვამია ქადაგიძის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.


აღნიშნულ თემაზე ვრცლად გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „პლატფორმაში“ ისაუბრა, სადაც განმარტა, რომ ქვეყანას განსავითარებლად და კრიზისიდან  გამოსასვლელად დაახლოებით 20 წელი სჭირდება.


მისი განცხადებით 90-იანი წლების დასაწყისში საქართველო თურქეთი და ბულგარეთი დაახლოებით ერთნაირი განვითარების ქვეყნები იყვნენ დღეს კი ეს ქვეყნები საქართველოს განვითარებით 2-ჯერ ან 2,5 უსწრებენ.



 „როცა  ვსაუბრობთ 20-30 წელზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 20 წელიწადში  დამარცხებული გერმანია უკვე ფეხზე იდგა, დაბომბვებისგან განადგურებული იაპონია მეორე მსოფლიო ომის მერე ფეხზე იდგა, ირლანდია 70-იან წლებში  ერთერთი  უღარიბესი ევროპული  ქვეყანა  დღეს ერთერთი უმდიდრესი ქვეყანაა  - უამრავი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს დრო საკმარისია, განმარტავს ქადაგიძე.


ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით სასამართლო პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან, ხოლო საქართველოს თავისუფალი სასამართლოს ისტორიული გამოცდილება არ აქვს.


ქადაგიძე ასევე საუბრობს საქართველოს ღარიბ ქალაქებზე, რომელიც ჯანსაღი თვითთმართველოის პირობებში არ უნდა იყვნენ ღარიბი ქალაქების სიაში- ასეთებია ფოთი და ჭიათურა, საიდანაც  ათეულობით წლებია  გაუჩერებლად  ექსპორტზე  გადის წიაღისეული.

როგორ შეიძლება  ჭიათურა იყოს ღარიბი ქალაქი, საიდანაც  ათეული წლებია  გაუჩერებლად  ექსპორტზე  გადის  წიაღისეული. მიუხედავად ამისა, ქალაქი  არის უღარიბესი, რადგან არ არსებობს  თვითმმართველობა, ცენტრს მოაქვს მთელი რესურსი  ცენტრალურ ბიუჯეტში. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას საერთოდ არ ესმის რა სარგებელი ექნება იმას, რომ იქ ჰესი აშენდება. ასევე  ფოთი არ შეიძლება იყოს  ღარიბი  ქალაქი, რომელიც მთავარი  საპორტო  ზონაა.


 2007 წელს ცენტრალიზაციიდან უნდა გამოვსულიყავით და გადავსულიყავით  დეცენტრალიზაციაზე  და რეალურ თვითმართველობაზე და  სასამართლოზეაი  ეს  ორი კრიტიკული ამბავი რომ მომხდარიყო, ძალიან ბევრი პრობლემა  იქნებოდა  დაძლეული.“- აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.


ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით განვითარებისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ზღვის ათვისებაა.

როცა  განვითარებაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია ზღვის ათვისება, ჩვენ არ ვართ  მსოფლიო ვაჭრობის ნაწილი, რადგან 90% ხორციელდება ზღვის მეშვეობით და ჩვენ არ  ვართ  ჩაბმული ამ  პროცესში. საზღვაო ქალაქებში ცხოვრობს მოსახლეობის 10% ზე  ნაკლები და თუ ჩვენ  განვითარება გვიწერია ეს აუცილებლად იქნება ზღვით.“


ქადაგიძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეების  დიდი  ნაწილი ხვდება ალბათ იმას რომ 21 საუკუნეში 2020 წელს საქართველო ისევ ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და თამასაა დაბალი.


როდესაც ვსაუბრობთ თამასაზე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მაგალითად როდესაც ოთხი მატარებელი ჩამოვიყვანეთ, ეგ კი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ გვქონდეს სუპერ-თანამედროვე რკინიგზა, რომელიც ბათუმში  ჩაგვიყვანს საათნახევარში, ქუთაისი - თბილისი იყოს სამუშაო დისტანციაზე, ბათუმი  უნდა იყოს ისეთ დისტანციაზე გლობალურ სამყაროში, სადაც შეიძლება იყოს სამუშაო  დისტანცია ეს უნდა იყოს ჩვენი თამასა და პირველ რიგში დიდ პროექტებს უნდა ვუყურებდეთ.“ - განმარტავს გიორგი ქადაგიძე.


ქადაგიძე აღნიშნავს,  რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ადამიანები  ყოველდღიურად იგრძნობენ პროგრესს და საქართველო ევროპული ცხოვრების სტანდარტს რომ გაუტოლდეს, ამისთვის 20 წელია საკმარისი.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up