ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

access_time2021-05-13 11:00:51

„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს.



კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო გაკოტრების პირასაა და საერთაშორისო ბაზრობებსა და ფესტივალებზე საქართველოს მიერ მოპოვებული სახელი სახელმწიფოს მიერ არაა დაფასებული.



„გამომცამლობა მუშაობს, მაგრამ ხალხი არ დადის წიგნის შესაძენად, რომ გითხრათ, ლოქდაუნის შემდეგ რამე გაუმჯობესებაა, მოგატყუებთ. პანდემიის შუა პერიოდში წიგნის რეალიზაცია 2019 წლის გაყიდვების 5-8 პროცენტი იყო, ახლა ეგეც არ გვაქვს. თუ წიგნი არ გაიყიდა, გამომცემლობას რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს?ა ძალიან ცოტაა აქტიურობა, ელექტრონულად თუ გაიყიდება რამე. ფაქტია, სფეროს დახმარება სჭირდება.




სახელმძღვანელოების კონკურსში მონწილეობას ვიღებდით, მოკლე დროში დისტანციურად მოვამზადეთ 8-9 კლასის სახელმძღვანელოები, ნაწილმა გადალახა ბარიერი, ნაწილმა ვერ გადალახა და ახლა ვასაჩივრებთ. როგორც „ულხინს“ ქვეყანას, ისე „გვილხინს“ ჩვენც.“ - ამბობს „ინტელექტის“ დამფუძნებელი.



„სულაკაურის“ გამომცემლობაში განმარტავენ, რომ ხანგრძლივი „იძულებითი დასვენება“ განსაკუთრებულად შემაფერხებელი აღმოჩნდა ბიზნესისთვის და გარკვეული პერიოდი გამომცმებლობამ ნახევარ მილიონიანი ზარალიც მიიღო, თუმცა მაისის ბოლოს აქტიურობის იმედს გამოთქვამენ.

 

„ძალიან შემაფერხებელია ხანგრძლივი არდადეგები და ეს ჩვენზეც აისახა.  როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, იმედი გვაქვს, რომ სიტუაციაც გამოცოცხლდება, ყველაფერი  უარყოფითად გაყიდვებზე აისახება და ზოგადად სფეროზეც. რიგ ქვეყნებში ითვლიან, თუ რამხელა ზარალს აყენებს ეკონომიკას დასვენების თითოეული დღე. ჩვენთან სამწუხაროდ ეს არ არის დათვლილი და შესაბამისად როცა იძულებით დასვენებებია, ყოველდღიურად აისახება ჩვენზე. მაისის მეორე ნახევრიდან ველდოებით გაყიდვებისა და სფეროს გამოცოცხლებას, მას შემდეგ რაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბრუნდება ქალაქში და აღდგება ნორმალური ეკონომიკური საქმიანობა.  უიმედო მდგომარეობა არ გვაქვს, ინტერესი აშკარად გაზრდილია იმიტომ, რომ ხალხს კითხვისთვის უფრო მეტი დრო რჩება. საბედნიეროდ პანდემიამდე მოვასწარით სესხის დაფარვა და ამან გამომცემლობაზე პოზიტიური გავლენა იქონია, თუმცა გათვლილი შემოსავალი ვერ მივიღეთ, რამდენიმე თვე ზარალზე ვიმუშავეთ. ვფიქრობთ რომ თუკი სწრაფად წავა ეკონომიკური საქმიანობა, წესით წლის ბოლოსთვის ჩვენი სიტუაციაც გამოსწორდება,“ - ამბობს „სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი.


2020 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს მიერ 8-9 კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირება გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობენ გამომცემლობები, რომელთან განახლებული სასკოლო სახლმძღვანელოები თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა წარედგინათ. მიუხედავად გამომცემლობების მოთხოვნისა, რომ შეზღუდვების გამო, კონკურსი 2 თვით მაინც გადავადებულიყო, სამინისტრომ ოქტომბრიდან თებერვლამდე, მათ მხოლოდ 4 თვიანი ვადა მისცა სასკოლო წიგნების მოსამზადებლად. გამომცემლობები მიიჩნევდენ, რომ ასეთი მიდგომა სახელმძღვანელოების მიმართ ნიშნავს, არა საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ იგივე ან უარესი სასწავლო ლიტერატურის დამკვიდრებას სკოლებში, რადგანაც ხარისხის უზრუნველსაყოფად კონკურსის მონაწილეებს არც დრო ჰქონდათ და არც საშუალება/

 

გამომცემლობები კი, ამასობაში როგორც ბიზნესები მილიონიან ზარალს განიცდიან, წიგნის ფესტივალების არქონისა და ელექტრონული ვაჭრობის არაეფექტურობის გამო.

 






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up