„ქვეყანას 1 ტონა ხორბლის იმპორტი 30 დოლარით გაუძვირდა“- რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთში ხორბლის გაძვირებას?

„ქვეყანას 1 ტონა ხორბლის იმპორტი 30 დოლარით გაუძვირდა“- რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთში ხორბლის გაძვირებას?

access_time2019-08-14 10:00:06


რუსეთის სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთში მკვეთრად გაძვირდა პურის ფასი. თეთრი პურის და პურპროდუქტების უმაღლესი ხარისხის ფასი 8.3% -ით გაიზარდა, ყველაზე მეტად კი გაძვირდა შავი პური. ასეთი ფასები მაქსიმუმია 2009 წლის შემდეგ. პურზე ფასის მატება სააგენტო RBC -ს დაუდასტურეს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში და აღნიშნეს, რომ გაძვირება წლიურ ინფლაციას შეესაბამება.



როგორც ცნობილა, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის - ექნება თუ არა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ხორბალზე ფასების ზრდას გავლენა ჩვენს ქვეყენაში პურის ფასზე, ამაზე „კომერსანტთან“„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა საუბრობს.



მისი ინფორმაციით, რუსეთში ხორბალზე ფასის ზრდა გამოწვეულია იმ შიდა პრობლემებით, რაც მეზობელი ქვეყნის გადამამუშავებელ მრეწველობას აქვს. ეს პრობლემები კი ხორბლის საექსპორტო ფასებზე აისახება. როგორც სილაგავა განმარტავს, ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში პურის მწარმოებლები რუსეთში ამბობდნენ, რომ მარაგების შექმნის პრობლემა ექნებოდათ, რადგან ფულად-საკრედიტო რესურსებზე ჰქონდათ ძალიან სერიოზული მოთხოვნა. გამომდინარე იქიდან, რომ უნდოდათ ფქვილის გარდამავალი მარაგების შექმნა, რაც ბოლომდე ვერ მოახერხეს.



გარდა ამისა, რუსეთს ხორბლის საექსპორტო გატანები ძალიან გაეზრადა პორტებიდან და შეუმცირდა მოსავლის მოლოდინი. ანუ ის მოლოდინი, რომ ექნებოდათ რეკორდული მოსავალი არ გამართლდა. კერძოდ, 3 მილიონი ტონით შეუმცირდათ მოსავლის დაგეგმილი რაოდენობა. შესაბამისად, მათთან მოსავლის მიღების ციფრის კორექტირება მოხდა.



აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, ხორბლის გაზრდილი ექსპორტი და მეორეს მხრივ, ხორბლის მიღების რაოდენობის კორექტირება გახდა იმის მიზეზი, რომ რუსეთის შიდა ბაზარზე ხორბლის მწარმოებლებმა გაყიდვები შეაჩერეს. ამან კი გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია, რაც ხორბლის და პურპროდუქტების გაზრდილ ფასში გამოიხატა.



რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, სილაგავა აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში, ანუ ივნისში 1 ტონა ხორბლის შემოტანა ქვეყანას 195 აშშ დოლარი უჯდებოდა. დღეს დაახლოებით, 17 დოლარით გაძვირდა 1 ტონა ხორბლის ფასი, ხოლო 1 ტონა ხორბლის შემოტანა ლარის დევალვაციის გამო დაახლოებით საშუალოდ 20 დოლარით გაძვირდა. სილაგავა აცხადებს, რომ ჯამში, ქვეყანას 1 ტონა ხორბლის იმპორტი მინიმუმ 30 დოლარით გაუძვირდა.



„როცა გვქონდა 2.75 ლარზე დაგეგმილი დოლარის ყიდვა, ახლა ვყიდულობთ 2.95-იანი კურსით. შესაბამისად, ეს ბაზარზე გადავიდა. 1 ტომარა ფქვილი გაძვირდა 1-2 ლარით და დღეს წისქვილკომბინატების რაელური ფასი დაახლოებით 51-52 ლარია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ფასი არის სოციალური პროქტი, აქ მოგებაზე ლაპარაკი არ არის, ის კი არა ბევრი წისქვილი წაგებაზე მუშაობს,“ აცხადებს სილაგავა.



რაც შეეხება პროგნოზებს, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ ხორბლის იმპორტი ქვეყანას კიდევ არ გაუძვირდება და შენარჩუნდება ის ფასი, რაც დღესაა.



„რუსეთში მაინც იმედი აქვთ, რომ ხორბლის ფასი აღარ გაიზრდება. შესაბამისად, ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ 1 ტონას ისევ 212 აშშ დოლარად შემოვიტანთ, რაც შეეხება ლარს, ასევე იმედი გვაქვს, რომ კურსი უახლოეს მომავალში 2.75-2.80 ნიშნულზე დასტაბილურდება. ამის თქმის საფუძველს კი ეროვნულ ბანკთან და სხვა საჯარო უწყებებთან კომუნიაცია გვაძლევს.



ხორბალის დღევანდელი ფასი არის ის, რომელიც იყო 2018 წლის დეკემბერში, როდესაც პური 10%-ით გაძვირდა. ამის შემდეგ 1 ტომარა ფქვილის ფასი 46-47 ლარამდე შემცირდა, დღეს კი ისევ დეკემბრის ფასზე, 51 -52 ლარამდე ავიდა. ეს უკვე ნაგულისხიმევი გაძვირების ფასია და ამ ეტაპზე  სავარაუდოდ  პურის გაძვირება არ მოხდება,“
აცხადებს საილაგავა.



ამასთან, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ხორბლის ქართველ იმპორტიორებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ყაზახური ბაზრიდან ხორბლის შემოტანაზე: „დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია ყველა პროდუქტზე, განსაკუთრებით ხორბალზე, იმიტომ, რომ ფქვილი არის სტრატეგიული პროდუქტი. ჩვენ გვაქვს სურვილი, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ ხორბლის გარკვეული რაოდენობა, ამისთვის მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება და გამოყოს თანხა. საორიენტაციოდ, დაგეგმილი გვაქვს 320 ათასი ტონის შემოტანა. გარკვეული თანხა უნდა იყოს გამოყენებული სატრანსპორტო მდგენელისთვის, თუმცა ეს ყველაფერი სექტემბრისთვის განხორციელდება, მაშინ როცა ყაზახეთში ხორბლის მოსავალი მოდის. ამის შემდეგ გვეცოდინება ფასი და იქნება თუ არა ის კონკურენტუნარიანი თავისი სატრანსპორტო მდგენელით საქართველოს ბაზარზე.“




სოფო ქსოვრელი 




არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up