ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს, წინ ვერ წავა-აიეტი კუკავა

ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს, წინ ვერ წავა-აიეტი კუკავა

access_time2020-05-27 10:00:33

COVID-19-ის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაშიდა ეს ყველაზე მძიმედ განვითარებად ეკონომიკებზე, მათ შორის საქართველოზე აისახება. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თითქმის ყველა სექტორი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პრიორიტეტულ სექტორებად ტურიზმი და სოფლის მეურნეობა დასახელდა, შესაბამისად, მათი ხელშეწყობისთვის არაერთი შეღავათი დაწესდა.


„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე და „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა „კომერსანტთან“ პანდემიის პირობებში სხვადასხვა სექტორის ხელშეწყობისთვის ლიზინგის სფეროს აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ლიზინგის განვითარების მნიშვნელობა, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ტურიზმში. საქართველოში ფინანსური ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებელია, ამ სიტუაციაში კი ლიზინგის არსებობა აუცილებელია.


მსგავსი გლობალური კრიზისის დროს ჩვენი ეკონომიკისთვის საშიშროება ის არის, რომ მაკროეკონომიკური რყევები აუცილებლად უარყოფით გავლენას ახდენს ბანკებზე, შესაბამისად, ისინი ვერ დაეხმარებიან მათ უკან მდგომ შვილობილ ან დაკავშირებულ კომპანიებს სამშენებლო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და სხვა დარგებში. ვინაიდან ამ კომპანიების ძირითადი უპირატესობა თავიანთ დარგში არის ის, რომ ისინი საკუთარი ბანკების მიერ ფინანსდებიან. შესაბამისად, კრიზისი ჩაითრევს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს დაწყებული ბანკებიდან გაგრძელებული მათი შვილობილი კომპანიებით. ეს კი ეკონომიკის დღევანდელი ნაკლებ დივერსიფიცირებულობის პირობებში სერიოზულ კოლაფსს გამოიწვევს. დღეს ეროვნულ ბანკზე გავლენა გარკვეულ საბანკო ჯგუფებს აქვთ, შედეგად  მხოლოდ ეს საბანკო ჯგუფები ღებულობენ სარგებელს დანარჩენი ეკონომიკის ხარჯზე. ეკონომიკა რადგან  დივერსიფიცირებული არ გვაქვს, მეორეს მხრივ ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ნელა იზრდება, რაც აისახება მთელი ეკონომიკისა და ქვეყნის მიერ გარე მოზიდულ ფონდების და ინვესტიციებში მაღალ სარგებლის განაკვეთებში. შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ასეულობით მილიონით ზედმეტად გადახდილ ფინანსური ხარჯში. სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლიზინგს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, თავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარება კი აგრო ტურიზმს განავითარებს და ტურიზმის დარგს უფრო მომგებიანს გახდის ქვეყნისათვის“, - განმარტავს აიეტ კუკავა.


ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ წლებია ეროვნული ბანკი ეკონომიკის მთავარი მრჩეველის როლში გამოდის, ცდილობს ნაკლები რისკი აიღოს და ყველა ის დარგი რაც არ ესმის ან არაკომფორტულად მიაჩნია შეზღუდოს, მათ შორის სალიზინგო საქმიანობა.



უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მხოლოდ ეროვნული ბანკის პოზიციას უსმენენ და არა დარგის პროფესიონალებს. მით უმეტეს ლიზინგის დარგში, სადაც ეროვნულ ბანკს, რბილად რომ ვთქვათ, ამ სფეროს შესახებ წარმოდგენა არა აქვს. წლებია ეროვნული ბანკი გამოდის ეკონომიკის მთავარი მრჩეველის როლში, ცდილობს ნაკლები რისკი აიღოს და ყველა ის დარგი,რაც არ ესმის ან არაკომფორტულად მიაჩნია, შეზღუდოს. ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე ყველა ის დარგი რაც არ აინტერესებდა დაასუსტა, მაგალითისთვის ავიღოთ კაპიტალური ბაზარი, რომლის ზედამხედველობის როლის აღების შემდეგ 2008 წელს ბირჟის, ბროკერების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. იგივე ხდება ლიზინგის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების, ვენჩურული კაპიტალის კუთხით, როდესაც კანონმდებლობის განხილვაა და გვიწვევენ, როცა იქ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არიან, ყველა წამყვანმა ბიზნესმა იცის, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ გაკეთდება. ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს,ის წინ ვერ წავა, რადგან ეკონომიკური პოლიტიკა ვიწრო საბანკო-კომერციული აზროვნების იქნება. ეროვნული ბანკი კი თავის მხრივ, პატარა ინტერვენციებს აკეთებს, ისიც იმდენად  უმნიშვნელოს, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობს რამე არ გააფუჭოს, შეცდომა არ დაუშვას და ამის შიშით ფაქტიურად უმოქმედოდ არიან, - აცხადებს აიეტ კუკავა.

 

ნინო თამაზაშვილი

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up