ქვეყანა 404 - რუსი ბლოგერი ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობაზე წერს

ქვეყანა 404 - რუსი ბლოგერი ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობაზე წერს

access_time2018-10-11 22:50:00

ცნობილმა ბლოგერმა და მოგზაურმა არტურ პოპადოს შიგაპოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურა და ამის შესახებ ბლოგიც დაწერა, სახელწოდებით "ნამდვილი ქვეყანა 404" ("შეუმდგარი სახელმწიფო").


მოგზაური აფხაზეთში სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე იყო ჩასული, ამ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ და ზეიმობენ. არტურ პოპადოს შიგაპოვის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, სახელმწიფოს ასაშენებლად საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ.


ბლოგერის თქმით, აფხაზები "განწირულები არიან, მათ ან რუსეთი შთანთქავს ან საქართველო". ავტორი დასძენს, რომ ასეთი მოსაზრება ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება, ვინც "შავიზღვისპირეთში მდებარე კვაზისახელმწიფოში იმოგზაურებს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ აღიარებს".



არტურ პოპადოს შიგაპოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი დიდი ხნის წინ დასრულდა, აფხაზეთმა "წარმატებას მხოლოდ ქალაქების სახელწოდების შეცვლაში მიაღწია".


ავტორი აფხაზეთში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ კარგი ცხოვრების ნიშნები პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს შეიმჩნევა. ავტორის თქმით, წარსულში აფხაზეთის მაშინდელმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაპირისპირებოდა. მისი თქმით, გაყარეს ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარი და არაფერი გაუკეთებიათ უკან მათ დასაბრუნებლად, არც ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და თუნდაც საზღვრის გახსნისთვის: "ამის ნაცვლად ყველა თავის წვრილმანი პრობლემის მოგვარებას ცდილობს, ფიქრობენ რომ დიდი მეზობელი როგორმე დაეხმარებათ, გამოკვებავს მათ, შემდეგ კი "ვნახოთ რა იქნება". რუსული პასპორტი ყველას ჯიბეში უდევს", - წერს ავტორი.


ბლოგის ავტორი სტატიის დასასრულს კითხულობს, თუ როგორ შეიძლება აფხაზეთმა მიაღწიოს ცხოვრების იმ დონეს, რაც 25 წლის წინ, საქართველოსთან კონფლიქტამდე გააჩნდა. ამის პასუხად ავტორი წერს: "ჩემი აზრით, მათ უნდა დაივიწყონ წარსული დავა და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუდნენ", რადგან რუსეთს ისინი არ აინტერესებს. ავტორის თქმით, აფხაზეთში ინვესტიციები არ ჩაიდება, საქართველოსთან ერთად კი ოკუპირებულ რეგიონს შესაძლებლობა აქვს გაიმეოროს "ქართული სასწაული" და აღადგინოს კანონის ძალა და ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს.


imedinews






გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up