ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა

ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2016-09-07 15:24:03


ვიცე-პრემიერი/ენერგტიკის მინისტრი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართევლი სუხლან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის" წარმომადგენელი Yesim Elhan-Kayalar, ქვესადგურის „ქსანი 500/220/110 კვ" რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

 

„დღეს კიდევ ერთი დიდი დღეა საქართველოს ენერგეტიკის დიდ გზაზე!ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულ უფლებიანი წევრობისკენ, ენეგოდამოუკიდებლობისკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი ეს ხომ საწინდარია საქართველოს კეთილდღეობის, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის და მაჩვენებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა, ძლიერია და მნიშვნელოვანი! ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე. სწორედ, „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი"-ს ფარგლებში განხორციელდა ქვესადგური „ქსანის" რეაბილიტაციის 10 მილიონ ევროიანი პროექტი."- განაცხადა კახა კალაძემ.

 

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი"-ს ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ" სრული რეაბილიტაციის პროექტი დაასრულა.

 


პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ Siemens Austria განახორციელა.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა:

 

• აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება;
• საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა;
• ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობა;
• მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა.
• პროექტის განხორციელებით, საგრძნობლად გაუმჯობესდა ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედოობა;

 

ქვესადგური „ქსანი" აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიების მქონე მართვისა და დაცვის სისტემებით, რამაც შესაძლებელი გახადა ქვესადგურში მიმდინარე პროცესების ცენტრალური სადისპეტჩეროდან მართვა. ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობების მოდერნიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გადამცემი ქსელის იმედიანობა და ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა დაზიანებული კერის აღმოფხვრა მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშე.

 



წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.


მსგავსი სიახლეები

up