ქვემო სამგორში სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა

ქვემო სამგორში სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა

access_time2020-10-19 17:26:19

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„ერთ-ერთი ასეთი პროექტი ქვემო სამგორში, ბურჯანაძის ქუჩაზე ხორციელდება.



მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.




ბურჯანაძის ქ. N57-58-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 1 600 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონის კედელი ეწყობა. ამ ეტაპზე, კედლის მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.



ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა. განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება.



სკვერის გვერდით მინი სტადიონი გაკეთდება. ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი 450 კვ.მ ფართობზე განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.



პროექტის ღირებულება 215 000 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ტიფლის კონსტრაქშენი“ ასრულებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up