ქვემო ქართლში 1385 ჰექტარი მიწის გასარწყავება 2 277 800 ლარი დაჯდა

ქვემო ქართლში 1385 ჰექტარი მიწის გასარწყავება 2 277 800 ლარი დაჯდა

access_time2021-11-28 15:30:10

„საქართველოს მელიორაცია“, ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. როგორც "კომერსანტს" კომპანიაში განუცხადეს,  სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდება და მოწესრიგდება 13 კმ  სიგრძის  არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები;დამონტაჟდება საავტომობილო დ ასაფეხმავლო ხიდები. 

პროექტის ღირებულება 2 277 800 ლარია.

"საქართველოს მელიორაციის" შეფასებით, სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი  და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

„საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან  ერთად,ხრამ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„ქვემო ქართლში განსაკუთრებით მაღალია სარწყავ წყალზემოთხოვნა. შესაბამისად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად ვახორციელებთ. ხრამ არხის რეაბილიტაციით, ჩვენშევამცირებთ წყლის დანაკარგს, გავაუმჯობესებთ სარწყავი წყლის მიწოდებასა და მართვას, რასაცადგილობრივი ფერმერების წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სავარგულების სტაბილურად მორწყვისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით წითლიძემ.


შეგახსენებთ, "საქართველოს მელიორაცია" სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ამასთანავე კომპანია ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია ქვეყანაში. კომპანიის სტრატეგიული მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობის ზრდა; წყალმომხმარებელთა ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის მისაღწევად და სხვა.

მელიორაციის დარგის აქტიური დაფინანსება 2013 წლიდან დაიწყო და დიდი მოცულობის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში სარწყავი და დრენირებული მიწის ფართობები. ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 400 მლნ ლარია მიმართული როგორც აღდგენითი, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. 

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, მიღწეული წარმატებების შედეგად, პრობლემები ადგილებზე მაინც რჩება, ვინაიდან მოსახლეობა სარწყავი წყლით სრულად არ არის უზრუნველყოფილი.  მთავრობასთან შეთანხმებით, 2021 წელი წყლის წლად არის გამოცხადებული და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რათა მოსახლეობას საშუალება მიეცეს მეტი სავარგული მორწყას და, შესაბამისად, მეტი მოსავალი მიიღოს.


ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up