“ქველმოქმედის პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის“

“ქველმოქმედის პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის“

access_time2019-04-16 20:44:00

მე ვერ ვუხსნი ჩემს თანაინვესტორებს, კომპანიონებს, რა ჩაიდინა „ფრესკომ“ ასეთი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დღესაც დავა აქვს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურთან?! - ამის შესახებ „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.


„ ამ ყველაფრის ფონზე შემთხვევით წავაწყდი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილ ღია წერილს. მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ - მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ხელისუფლებამ 6 წლის მანძილზე რეგიონალური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევის ფონზე რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა - სიტყვები არ მყოფნის ამის კომენტირებისთვის, საჯარო სიტყვები არ მყოფნის, ეთერში და სივრცეში რომ წარმოითქმება, ის სიტყვები არ მყოფნის, სხვა სიტყვები მოდის თავში. ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისასთვის, - აგრძელებს თავის წერილში ვინმე ბიძინა ივანიშვილი, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა და ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ინვესტიციები მოგვეზიდა ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ. ათასობით სამუშაო ადგილი შევქმენით, ათეულობით მილიონი ლარი შევიტანეთ სახელმწიფოს ბიუჯეტში. როდესაც ყველაფერ ამას უყურებ მართლა გახსენდება ჩემთვის საყვარელი მუხრან მაჭავარიანის სიტყვები თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ყოველგვარი ხათრის, განსწავლულის ეს რა ვნახე პრეტენზიით, ტრიბუნაზე უწიგნური ადის, - უნდა დამთავრდეს უწიგნურების ეპოქა.



კიდევ უფრო შორს წავიდა ქალაქის მერია. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ განვითარებისთვისო, მაგრამ როგორ უნდა განვვითარდეთ ჩვენ, როდესაც ჩვენი კომპანია აპირებს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ჩვენი ახალი სუპერმარკეტის აშენებას და როდესაც ქალაქის მერიიდან ოფიციალურად მომდის წერილი და რეკომენდაციის სახით გვირჩევენ ვიყიდო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი. თქვენ ამას განვითარებას ეძახით? ეს არის ის, რაც თქვენ საქართველოს ეკონომიკაში გააკეთეთ? ბატონებო, შარვლებიდან რომ არ ამოხტეთ თქვენს კაბინეტებში, ეს არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება 4443499 პუნქტი 3 - წაიკითხეთ რას წერთ და როგორ ექცევით ბიზნესს. და მინდა ისევ მოვუხმო ჩემს საყვარელ მუხრან მაჭავარიანს და ერთი ორი სტროფი შეგახსენოთ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაწერილი ლექსიდან - თავმჯდომარე კურატორებს უხმობს სიით და ტყუილში ქურციკივით მარდი ქველმოქმედის დავიღუპეთ პრეტენზიით, ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის და გექნებათ შენიშნული ალბათ, როცა ხდება ჩაწყობები კარტის, ზოგიერთი, ვინც ვერ უძლებს ამას, დარბაზიდან ფეხაკრეფით გადის. მინდა გითხრათ, არც ფეხაკრეფით და არც კარების გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ მე აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები. და ბოლოს, მოგიწოდებთ დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში, არ მოაწეროთ ხელი უკანონო აქტებს. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ, მე ვასო სოფრომაძე, ვინც ხელს მოაწერს ამ უკანონო აქტებს, გდევნიდეთ იქნება. იმიტომ, რომ ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და არ უნდა ანგრევდეს ქვეყნის ეკონომიკას, - განაცხადა ვიდეომიმართვაში ვასილ სოფრომაძემ.





შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“

შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა - შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“
access_time2021-04-19 22:30:00
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“...

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ
access_time2021-04-19 19:00:59
სუპერლიგის შექმნა ასეთი რეალური არავის ეგონა. თუმცა გუშინ ღამით ოფიციალურად შექმნეს ახალი ტურნირი და მაშინვე დაიწყო ვარაუდები, პრეტენზიები და მუქარები. მივყვეთ მოვლენებს.   12-მა კლუბმა გადაწყვიტა, რომ უეფასა და ღარიბი გუნდებისთვის ფულის გაყოფა არ სურთ და ახალი ტურნირის შექმნა მოიფიქრეს. ინიციატორები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი იყვნენ. რეალის ბოსი პრეზიდენტი იქნება, იუვეს ხელმძღვანელი და მანჩესტერის მფლობელი ჯოელ გლეიზერი - ვიცე-პრეზიდენტები.   ლა...

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!

დოლარისგან გათავისუფლება და მოსახლეობის კონტროლი - რისთვის ქმნის ჩინეთი ახალ ციფრულ ვალუტას?!
access_time2021-04-19 20:00:01
გასულ წელს ჩინეთმა  საკუთარი ციფრული ვალუტის გატესტვა დაიწყო, რომლის გამოყენებისთვისაც საჭირო არ იქნება ბანკში ანგარიშის ქონა და არც ინტერნეტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადახდის სისტემას უფრო ხელისაწვდომს გახდის, ხოლო ეკონომიკას დოლარისგან დამოუკიდებელს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ ამ გზით მთავრობა მოსახლეობის კონტროლის კიდევ ერთ მექანიზმს ქმნის. რისთვის სჭირდება ჩინეთს ციფრული ვალუტა,  რომელიც გამოსაცდელად უკვე რამდენიმე მილიონობით გადაეცა...

დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-19 21:00:13
დღის top 10 საინტერესო ამბავი: რეფინანსირების ისტრუმენტი , რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ლარის კურსზე დამატებითი წნეხია ლარის კურსზე გავლენას ეროვნული ბანკის ქმედებები, ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და მოლოდინებიც ახდენს, მთგან...

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

19 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-19 18:00:59
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 19 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 20 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up