ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

access_time2018-04-03 15:05:35

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

 

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, დედაქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ქუჩის კეთილმოწყობა მოხდება.

 

„ქუთათელის ქუჩაზე საბურთალოს გამგეობამ სამუშაოები დაასრულა. ეს ქუჩა რეაბილიტაციამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი პრეტენზია ისმოდა. დღეს ქუჩა უკვე კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. სრულად მოწესრიგდა გზის საფარი, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათებები. მოქალაქეები ამ ქუჩაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადადგილებას შეძლებენ, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 


პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, 182 მეტრის მანძილზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და მოეწყო მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.

 

გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა განახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

 

ქუთათელის ქუჩის გახსნისთანავე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემაც ამოქმედდება, რომელიც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სქემის შესაბამისად, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ისინი გადაადგილებას მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ.

 

სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო ნიშნები განათავსა. ასევე, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელი.

 

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up