ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისში,ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

access_time2020-02-23 10:59:29

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ქუთაისში ის ქუჩები დაათვალიერა, სადაც გადართვითი სამუშაოებისას ქსელი ავარიულად დაზიანდა და მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შეექმნა. 

კომპანიის ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთში, ზვიად შალამბერიძესთან და მის მოადგილეებთან ერთად, პროექტის კონტრაქტორებსაც შეხვდა, რათა  შეფერხებების გამომწვევ მიზეზებსა და არსებულ ვითარებას გაცნობოდა.

თურქულ კომპანია ,,ესემკა’’-ს, რომელიც ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს მიეცა მითითებები  და დავალებები, რომ ხარვეზები დროულად მოაგვაროს და სამუშაოები ვადებში დაასრულოს.

გიგა მანდარიას განცხადებით,  ამ დროისთვის  წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და დამატებით, ახალი აბონენტებისთვის  უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

,,ვაგრძელებთ  პროექტების მონიტორინგს  რეგიონებში, რათა  პრობლემების შემთხვევაში დროულად და კოორდინირებულად  მოხდეს საკითხის ოპტიმალურ ვადებში გადაჭრა.   ამჯერად,    ქუთაისში დავათვალიერეთ ის ქუჩები, სადაც ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებისას  ავარიულად  რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და  გარკვეულ პერიოდში  ქალაქის ნაწილს, წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნა.  პროცესს თან ახლავს  შეფერხებები, თუმცა, ამ დროისთვის ვითარება გამოსწორებულია და კონტრაქტორი სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.  ხვალიდან, უკვე  გრაფიკიდან უწყვეტ წყლის მიწოდებაზე დამატებით 30 ათასი მომხმარებელი გადავა.   ჩვენ უკვე პროექტის ბოლო ეტაპზე ვართ. ამ დროისთვის, 60 %-ზე მეტი ჩართულია ახალ ქსელში. ძალიან მალე, ყველა ქუჩას, დასახლებასა და მთელ ქალაქს ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება და 24 საათიანი წყლის მიწოდება ექნება ’’- განაცხადა გიგა მანდარიამ.


სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.

 

ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up