ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია „ქართული მწვანილი“ გაიმართა

ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია „ქართული მწვანილი“ გაიმართა

access_time2018-05-17 17:59:46

 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია  „ქართული მწვანილი“  გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ესწრებოდა. კონფერენციაზე მემწვანილეობის სექტორში მაღალი სტანდარტის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის გაზრდის პოტენციალი განიხილეს.


მონაწილეებმა, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევებისა და შეფასებების საფუძველზე, დარგში საინვესტიციო შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში დაგეგმილია მსხვილი სასათბურე კლასტერის „იმერეთის აგროზონის“ აშენება.



პროექტის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოსთვის ტრადიციული სექტორის - მწვანილი და სასათბურე ბოსტნეულის წარმოება - საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას, ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას; ასევე, სასათბურე სექტორის მოდერნიზაციას, იმერეთის რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბების წინაპირობის შექმნას.




ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აგრობიზნესის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელის ვიქტორია ზინჩუკის განცხადებით, მაღალი ხარისხისა და ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების ზრდა დადებითად აისახება როგორც ფერმერთა შემოსავლებზე და საექსპორტო მაჩვენებელზე, ასევე თანამედროვე საცალო ვაჭრობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით საექსპორტო პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ევროპის 500 მილიონიანი ბაზარი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით არის ხელმისაწვდომი. ღონისძიება ევროკავშირის („ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაში მემწვანილეობის სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციის დასრულების შემდეგ, სემინარი თემაზე - საქართველოში მწვანილის წარმოება და მარკეტინგი - გაიმართა.



(R)




საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი
person access_time2018-10-19 17:30:00
„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ. 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას...

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა
person access_time2018-10-19 16:30:33
2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა. რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში...

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ
person access_time2018-10-19 15:30:08
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ,  — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებაში. არასამართავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების...


მსგავსი სიახლეები

up