ქუთაისში ოლიმპიური აუზი აშენდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8,6 მლნ-ს აღემატება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.
აუზის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი იქნება. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.
ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.
gbc.ge