ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურება გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტმა და პოლიტიკური პარტია ,,გირჩის" წარმომადგენელმა ჯაჭვის ხიდთან ბრიფინგი გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არასათანადო რეაგირებაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია და კრიტიკას ვერ უძლებს.
ისინი ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. ქუთაისის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე შესაბამისი სერვისები არსებობს, დგას ურნები, თუმცა მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ნარჩენებს მდინარის ნაპირზე ყრიან.
სამსახურში განმარტავენ, რომ მდინარის სანაპიროების დასუფთავება არა მერიის აიპის, არამედ გარემოს დაცვის დეპარტამენტის პრეროგატივაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ტერიტორია პრობლემის მოგვარების მიზნით რამდენჯერმე დაასუფთავეს.
Imedinews