ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა სახელმწიფოს 10 თვეში ნახევარ მილიონამდე დაუჯდა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა სახელმწიფოს 10 თვეში ნახევარ მილიონამდე დაუჯდა

access_time2019-10-21 12:24:42

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ის, როდის შეიძენს ახალ ფუნქციას ამ დროისთვის დაკონსერვებული, 340-მილიონიანი შენობა, ჯერ კიდევ უცნობია.


„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა, თუმცა როგორც ირკვევა, შენობა ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა და ის შსს-ს ჯერ არ გადასცემია.


ამასთან, როგორც სააგენტოს შსს-ში განუმარტეს, ამ ეტაპზე უწყება საპოლიციო ჰაბის კონცეფციას ამუშავებს.


„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. ასევე შესაბამისად, აღნიშნული შენობის შენახვაზე სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია. ამასთან, გაცნობებთ რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი და გაერთიანდება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიცაა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სსიპ(ებ)ი დაცვის პოლიცია, აკადემია და სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფები. აღნიშნული ცენტრის განვითარებისთვის მომზადებულია შესაბამისი კონცეფცია, რომელიც ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს ფაზებად. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.



ინფორმაციისთვის, „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, ბოლო თვეების განმავლობაში, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვის ხარჯებიც გამოითხოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე მისი შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.


კერძოდ, პარლამენტის სასახლის დაცვის შემადგენლობაზე გაწეულმა ხარჯმა 10 თვეში 493 234 ლარი შეადგინა. კონკრეტულად ქუთაისის პარლამენტს საშუალოდ 50 ადამიანი იცავს და მათზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შრომის ანაზღაურების სახით 485 945 ლარი გაიცა, სპეციალური უნიფორმის ღირებულებამ კი 7 289 ლარი შეადგინა.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაკარგა, რითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა განისაზღვრა. იმ პერიოდშივე დაანონსდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა.


bpn.ge





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up