ქუთაისში, წყალმომარაგების კომპანია, მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის , მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ხდება ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება.
ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო, მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.
ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთიასის-სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.
სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგებათ.