ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს!..

ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს!..

access_time2019-10-09 17:25:40

თითქოს ყოველდღე ველოდით ამას, მაგრამ მაინც მეხივით გავარდა - "კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს"! - წერს კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდი.


ის, რასაც ეს გუნდი, თავისი მწვრთნელითა და მისი სტაფით, ამ პერიოდის განმავლობაში აკეთებდა, ნამდვილი გმირობა იყო და მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის. როგორი ამბავია, დღევანდელ საქართველოში (ან სადაც არ უნდა იყოს) ხალხს უხელფასოდ შრომა მოსთხოვო და მერე ეს არ დაუფასო?


ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ქუთაისის მერიას ეს ყველაფერი არ ანაღვლებს. როგორც ჩანს, ამ დროისთვის არც ქალაქის მმართველ უწყებას შესწევს იმის ძალა და სახსარი, რომ ამ საქმეს უშველოს.



ახლა წლის ბოლოა და ბიუჯეტიდან თანხის მობილიზება, როგორც ვიცით, ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი - არა. არ ვიცით, სად არის საშველი? ახლა სანაკრებო პაუზაა და წინ ორი კვირაა ჩემპიონატის განახლებამდე.


ეს არის ის დრო, როცა ყველამ, ვისაც ეს ევალება, ვისი ღირსების საქმეც არის, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა "ტორპედომ" ვარჯიში და ჩემპიონატში ასპარეზობა განაახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი სირცხვილი, რომელსაც ქართული საფეხბურთო სამყარო ვერასოდეს ჩამოირეცხავს!..


lelo.ge





მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად მეორედ  დაინიშნა
access_time2019-11-13 11:12:42
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017 წლამდე ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის...

„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...


მსგავსი სიახლეები

up