ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ

access_time2020-10-30 18:00:49

Sportall.ge-ს ინფორმაციით, გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.


 წყაროს ცნობით, ახალი ინვესტორის ფაბიო მანინის კლუბში მოსვლის შემდეგ, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ახალმა მწვთელმა  ფეხბურთელებს ჯერ ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.


აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შემცირებულ ხელფასებზე დათანხმება მუქარის თანხლებით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...- ამბობს სააგენტოს წყარო.

 

მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...


ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.


როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.


 

რამდენიმე თვის წინ,  „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ტორპედოს“ ახალი მფლობელი იტალიელი ფაბიო მანინი ქუთაისურ კლუბთან დაკავშირებულ მასშტაბურ გეგმებზე საუბრობდა.


„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფაბიო მანინიმ ისაუბრა. 


მისი განცხადებით, კლუბის შეძენისას  მას უნდოდა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გაეკეთებინა და საამისოდ „ტორპედო“ საუკეთესო აღმოჩნდა. როდესაც  შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში“-აცხადებს მანინი.

 

„ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვითარდეთ. მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა, ეს იქნება ტრენინგ ცენტრები და არა მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდიტორპედო ქუთაისი“. სხვა გზას ვერ ვხედავ , გარდა დანაკარგისა,“- განმარტა ბიზნესმენმა ინტერვიუში.


ვრცელი ვიდეოინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე..


ივნისში „კომერსანტს“ „ტორპედოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კლუბის გადაფორმება ბოლოს მარტის თვეში უნდა მომხდარიყო, თუმცა პანდემიისა და იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო,  პროცესი გადაიდო. ამ დროის მანძილზე კი იტალიელ ინვესტორს კლუბის გეგმების განხორციელება არ შეუწყვეტია და ტორპედოს აკადემიის აშენებას გეგმავს და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების პროცესშია.


მათივე თქმით, 50 მილიონიანი ინვესტიცია ბიუროკრატიული პროცესების გამო ფერხდებოდა.


50 000 კვადრატულ მეტრზე „ტორპედო“- ს ახალ მფლობელს აკადემიის აშენების ვალდებულება აქვს, ასევე გეგმავს  ბავშვებისთვის ორი მოედნისა  და  ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up