ქუთაისის „ტორპედოს“  იტალიელები იყიდიან

ქუთაისის „ტორპედოს“ იტალიელები იყიდიან

access_time2020-01-14 12:35:16

საფეხბურთო კლუბ ტორპედოს ახალი ინვესტორი იტალიელი ფაბიო მანინი იქნება.ქუთაისის მერიამ ინვესტორთა ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწია.


როგორც ქუთაისიპოსტს „ტორპედოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, „ალიანს ჯგუფთან“ და მის წარმომადგენელთან, ფაბიო მანინთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ამის შემდეგ იტალიელები კლუბს ოფიციალურად ჩაიბარებენ.


„13 ან 14 იანვარს უკვე გააფორმებენ ხელშეკრულებას და გადაეცემათ კლუბი. როგორც ჩვენ ვიცით, ორი დღის წინ ქუთაისის მერიაში იყო ხანგრძლივი შეხვედრა, იტალიელები ჩამოსული იყვნენ იურისტებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკების შესახებ გვესაუბრა ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და გვითხრა, რომ შეთანხმება მიღწეულია. დეტალები არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ მთავარი ინვესტორი არის ფაბიო მანინი“, - ამბობს „ტორპედოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ედო ბადალაშვილი.


რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ იტალიელები და რა პირობებით გადასცემს მათ ქუთაისის მერია კლუბს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ინვესტორი ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას იღებს. შეთანხმების მიხედვით, ფაბიო მანინმა 500 000 ლარი 15 იანვრამდე უნდა გაისტუმროს.



რაც შეეხება დანარჩენ 800 000 ლარამდე ვალს, რომელიც კლუბს სხვადასხვა ბანკში აღებული სესხების გამო დაუგროვდა, როგორც ცნობილია, ყოფილმა ინვესტორმა ზაალ ჩაჩავამ ვალის მხოლოდ ნაწილი აღიარა. დარჩენილ თანხაზე კი დავა სასამართლოში გრძელდება.


„ტორპედოში“ ახლა ინვესტორის მოლოდინში არიან, თუმცა, რამდენიმე თვიანი კრიზისის შემდეგ კლუბში მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ ერთს აქვს მოქმედი ხელშეკრულება, ორი კი ცვლილებების მოლოდინში გუნდს ჯერჯერობით არ ტოვებს. ფინანსური პრობლემების გამო „ტორპედომ“ ფეხბურთელების უმრავლესობა დაკარგა და გუნდი ფაქტობრივად დაშლილია. კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა და მეკარემ როინ კვასხვაძემ, რომლებმაც არჩევანი „დინამოზე“ გააკეთეს. ასევე, თორნიკე კაპანაძემ და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა. შესაბამისად, ახალ ინვესტორს გუნდის ხელახლა დაკომპლექტება მოუწევს. „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად უკვე განიხილება მიხეილ აშვეთია, რომელიც კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, კლუბში აცხადებენ, რომ ყველაფერი ინვესტორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე თვეა ინვესტორის გარეშეა. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.


kutaisipost.ge










სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა
access_time2022-09-30 11:30:28
ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისის, რუსეთ-უკრაინის ომის გამწვავებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ევრო ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე დღეს ერთი ევროს სანაცვლოდ 0.956 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც ბოლო ოცწლეულის მინიმალური მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების კითხვის...

8 თვეში ეკონომიკა 10.3 პროცენტით გაიზარდა

8 თვეში ეკონომიკა 10.3 პროცენტით გაიზარდა
access_time2022-09-30 11:04:56
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები...

როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ - დამ კინზინგერი

როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ - დამ კინზინგერი
access_time2022-09-30 10:30:34
რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან...


მსგავსი სიახლეები

up