ორი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება ერთი წლით გადაიდო

ორი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება ერთი წლით გადაიდო

access_time2019-05-24 11:00:32

“ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის დაბრუნების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის... აქ შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია“.


ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, 27 დღით ადრე გააკეთა.



ორი თვის წინ „კომერსანტი“ ახალი უნივერსიტეტის შესახებ წერდა, სადაც ოპოზიცია აცხადებდა, რომ მშენებლობა ჭიანურდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ სამუშაოები გააქტიურდა. ამიტომ დეტალების გარკვევას შევეცადეთ - მანამდე გეტყვით, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო და ის ჯამში 60 000 ახალგაზრდაზე იქნებოდა გათვლილი.


დღეს, ადგილზე მისული  ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მიმდინარე სამუშაოების მიხედვით, მარტივად შენიშნავს, რომ დათქმულ ვადებში სწავლა ნამდვილად ვერ დაიწყება.




რა გახდა პროექტის გაჭიანურების და მშენებლობის დასრულების გადავადების მიზეზი   ჩვენს კითხვებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ მურღულია უპასუხა.


მისი თქმით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, თუმცა პროექტი დაგეგმილ ვადებში  ორი მიზეზის გამო ვერ დასრულდება:


 „პირველი ეს არის ის, რომ გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობამ გამოავლინა ბევრი ფაქტორი: როგორი უნდა იყოს პროექტი, რა დეტალებია გასათვალისწინებელი, ხოლო მეორე მიზეზი - პროექტის მასშტაბის ზრდაა. დაემატა ახალი ფაკულტეტები და მიმართულებები, რამაც შესაბამისი დამატებითი სივრცეების გაჩენის აუცილებლობა გააჩინა. ამ ყველაფრის გამო ვადებმა გადაიწია. რაც შეეხება სამუშაოების ნაწილს, ამჟამად 4 ზონა კეთდება. აქედან  სამი უნივერსიტეტის საოპერაციო კორპუსებია და ერთიც საერთო საცხოვრებელი“.



2017 წლის ივნისში, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა, დანიელ გოტშალდმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავების და მართვის, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები იქნება გამოყენებული. გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში დახმარებასაც დაპირდნენ.





ოფიციალური განცხადება, მედიისთვის ნებისმიერი საინტერესო საკითხის დაზუსტება და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების დეტალები თემურ მურღულიას თქმით, ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროს დაგეგმილია მთავარი ღონისძიება, სადაც პროექტის კიდევ ერთი პრეზენტაცია გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მასშტაბური პროექტის  პირველი ფაზა 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს, მანამდე კი სტუდენტების მიღება იგეგმება. უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება და  ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 , სიგანე კი 150 მეტრია.




ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონი ევროა . პროექტს ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.




სალომე ლემონჯავა





წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
access_time2020-09-25 09:55:39
წინანდლის მამულში 4 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი ჩატარდა.  2020 წელს შექმნილი...

ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე

ჯანდაცვა ბიზნესია და ეს სისტემა უნდა დაიგეგმოს - ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან ჯანდაცვის პოლიტიკაზე
access_time2020-09-25 12:00:07
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობას იკავებდა, დღეს კი დავით სერგეენკო „ქართულმა ოცნებამ“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გატარებულ რეფორმებზე, 520-ე დადგენილებაზე, საყოველთაო დაზღვევაზე ისაუბრა.   -როგორ შეაფასებთ განვლილ...

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
access_time2020-09-25 09:55:07
„ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა. რუსთავის კომპლექსი, უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების შედგომ, სადაც მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay...

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...


მსგავსი სიახლეები

up