ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი -  კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტი, რომელიც მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი - კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტი, რომელიც მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ

access_time2019-04-04 10:30:08


გუშინ აბიტურიენტებს ბოლო დღე ჰქონდათ, რომ უნივერსიტეტი აერჩიათ, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, სწავლა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ. თუმცა, მათ ჩამონათვალში ვერ მოხვდა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი. არადა, მმართველი გუნდის სრული შემადგენლობის და „ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლების დაპირებით, საუნივერსიტეტო ქალაქად გამოცხადებული ქუთაისის, ახალ საერთაშორისო დონის უნივერსიტეტში, სწავლა სწორედ 2019 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტიც, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრი სხვა საარჩევნო დაპირება, მხოლოდ დაპირებად დარჩა.


2016 წლის 8 ოქტომბერს,  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქუთაისში მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა და დაანონსდა, რომ ქუთაისთან ახლოს, 140 ჰექტარზე, 60 000 სტუდენტზე გათვლილი, მსოფლიოში მასშტაბით მე-5 საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდებოდა.


ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრება მაშინდელმა ოპოზიციის ლიდერმა, ჯერ კიდევ 2012 წელს, გააჟღერა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ამომრჩევლებს, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემაც მისცა.


2012-დან 2016 წლამდე, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებები აღარ გაჟღერებულა. თემას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაუბრუნდა.


ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. ამ თანხის ნახევარი, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისა და აღჭურვისთვის უნდა დაიხარჯოს. თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ერთი პროექტია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც თბილისში აშენდება, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს დამოუკიდებლად განახოციელებს. ამას „ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.


როგორც ადგილობრივები ამბობენ, საპარლამენტო არჩევნების წინ დადებული დაპირება მმართველ გუნდს ისევ ადგილობრივი არჩევნების წინ, 2017 წელს გაახსენდათ და კვლავ გააქტიურდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის თემა.



სწორედ, 2017 წელს დადო ხელისუფლებამ და „ქართუ“ ჯგუფმა პირობა, რომ  ქუთაისის ტექნოლოგიურ სასწავლებელში მშენებლობის დასრულებისა და სწავლის დაწყების თარიღად 2019 წელი იქნებოდა.  


2017 წლის ივნისში, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა, დანიელ გოტშალდმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავების და მართვის, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები იქნება გამოყენებული. გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში დახმარებას დაპირდნენ.


მოგვიანებით, თეიმურაზ მურღულია ჯერჯერობით არაშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორად დაინიშნა.


დაპირებიდან სამი წელი გავიდა და უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მცირე სამუშაოებს თუ არ ჩავთვლით, იქ თითქმის არაფერი გაკეთებულა.


როგორც ქუთაისის საკრებულოს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ „კომერსანტს“ განუცხადა,  პროექტი არის წინასწარ გამიზნული ტყუილი, რომელიც ხელისუფლებას ყოველი არჩევნების დაწყების წინ ახსენდება. 


„ეს უნივერსიტეტი არის წინასწარ განზრახული ტყუილი. ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია მშენებლობა უნდა ყოფილიყო ტბა და მის გარშემო როგორც სასწავლო კორპუსები, ასევე ცალკე 60 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, ( ამის რენდერებიც არსებობს). 2017 წელს არარსებულ უნივერსიტეტს, ფაქტობრივად, ჭაობს დაუნიშნეს რექტორი, აპარატით, რომლის შენახვაზე მარტო წინა წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 117 000 ლარი და წელს აპირებენ 118 000 ლარი დახარჯონ. ამის შემდეგ მოახდინეს კორექტირება, რექტორმა თემურ მურღულიამ, თავის გვერდზე დადო ინფორმაცია, რომ 60 000 სტუდენტის ნაცვლად უნივერსიტეტი მიიღებს 2 000 სტუდენტს. ერთ კორპუსს ააშენებენ, რომ არჩევნებისთვის სათქმელი ჰქონდეთ, თითქოს დაპირების შესრულება დაიწყეს. სტუდენტების შემცირება კი იმით ახსნა, რომ თითქოს ისეთი მკაცრი გამოცდები იქნება, ბევრი აბიტურიენტი ჩაიჭრება და ვერ აწევს იმ დონეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთო. ისიც დააანონსეს, რომ ჭაობი ჯანმრთელობისთვის კარგია და ხელს არ შეახებენ, (ჭაობს, დატოვებენ სახეუცვლელს და მის გარშემო გაშენდება რამდენიმე კორპუსი.) მათი განცხადება არის ხალხის დაცინვა და სხვის შვილებზე ექსპერიმენტის ჩატარება. ეს პროექტი არის 2020 წლის არჩევნებისთვის შეფუთული კიდევ ერთი დიდი ტყუილი. ყველამ ვიცით, რომ 2017 წლიდან დღემდე, ხელისუფლებისა და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიურ სასწავლებელში მშენებლობის დასრულებისა და სწავლის დაწყების თარიღად 2019 წელის სექტემბერს ასახელებენ.,“- ამბობს შუშანია. 


„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გარკვეული სახის სამუშაოები დაწყებულია, თუმცა 1% არ არის იმის შანსი, რომ შენობამ მიიღოს ის სახე, სადაც სექტემბერში სტუდენტები სწავლას შეძლებენ. 


„შარშანდელთან შედარებით, რაღაც ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობა, თუმცა, არა იმ ტემპით და იმ მასშტაბით, რასაც გვიანონსებდნენ. მიმდინარე მშენებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის ის პროექტი, რაც გვაჩვენეს. სტუდქალაქის ნაცვლად მივიღებთ ჩვეულებრივ, რამდენიმესართულიან კორპუსს, რომელიც სასწავლო პროცესისთვის გამოდგება თუ არა, ჯერ არ ვიცით. გარედან ჩანს, რომ დაახლოების 200 კვადრატული მეტრის ფართობის მშენებლობა მიმდინარეობს, დღის განმავლობაში 3-4 ბეტონის მანქანა შედის ობიექტზე, რაც არ არის აქტიური სამუშაოსთვის დიდი რაოდენობა. ფაქტია, ამ ტემპით თუ გააგრძელებენ მუშაობას, მივიღებთ რამდენიმესართულიან უსახურ შენობას და დაპირება დაპირებად დარჩება,“- აცხადებს წულაია.


ნათია ლომიძე





The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up