ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები 2021 წლის იანვარში დასრულდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, პროექტის 19 კმ-იანი მონაკვეთის (მე-3 დამე-4 ლოტის ნაწილი) გახსნა 2020 წლის ივნისის ბოლოსაა დაგეგმილი, მე-4 ლოტის სრულად გახსნა დაგეგმილია 2020 წლის შემოდგომაზე, ხოლო ლოტი 1 და ლოტი 2-ის მშენებლობის დასრულება 2021 წლის იანვარში იგეგება.
მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ლოტი 1 სახელშეკრულებო ღირებულება არის- 55 918 486.99 ლარი და ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 24 255 124.98 ლარი; ლოტი 2 სახელშეკრულებო ღირებულებაა - 54 440 919.92 ლარი, და ხელშეკრულების ფარგლებშიანაზღაურებულია 36 009 613.44 ლარი; ლოტი 3 სახელშეკრულებო ღირებულებაა - 46 430 364.95 ლარიდა ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 38 840 429.66 ლარი; ლოტი 4 სახელშეკრულებოღირებულება - 42 450 861.33 ლარი და ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 26 540 024.66ლარი. 3 ლოტს, ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ აშენებს, ერთს კი აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“.
თუმცა, სანამ 2021 წელი დადგება და პროექტი დასრულდება, მანამდე ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფაქტებს შეგახსენებთ:
თავის დროზე, 2-ზოლიანი ქუთაისის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა ჯერ კიდევ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში კი დასრულდა და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გზა უსაფრთხოების თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და 2-ზოლიანმა ჩქაროსნულმა მაგისტრალმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით ადამიანის ჯანმრთელობა. დარგის სპეციალისტების მიერ წამოწეული საკითხები საგზაო უსაფრთხოების დარღვევებთან დაკავშირებით პრობლემა ხელისუფლებამ, მხოლოდ გასულ წელს აღიარა და საბოლოოდ, დაიწყო შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობაც. დაიგეგმა ქუთაისის შემოვლითი გზის 4- ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაც, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 200 მილიონზე მეტი გამოიყო.
ბაჩო ადამია