ქუთაისის შემოვლითი გზა - ხელისუფლებაში არაკვალიფიციური კადრების არსებობის ნათელი მაგალითი

ქუთაისის შემოვლითი გზა - ხელისუფლებაში არაკვალიფიციური კადრების არსებობის ნათელი მაგალითი

access_time2019-05-20 09:00:28

ქუთაისის  4-ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2020  წელს იგეგმება. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქუთაისის შემოვლითი გზის  4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაო პროცესი დაათვალიერა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და  საგზაო უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.


თუმცა, სანამ 2020 წელი დადგება და პროექტი დასრულდება, მანამდე ქუთაისის შემოვლით გზასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფაქტებს უნდა გადავხედოთ:


თავის დროზე,  2-ზოლიანი ქუთაისის ჩქაროსნული  მაგისტრალის მშენებლობა ჯერ კიდევ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო,  ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში კი დასრულდა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ზარ-ზეიმით, ოფიციალურად გახსნა.


გზა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით  საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, მალევე სასაკლაოდ გადაიქცა —  2-ზოლიანმა ჩქაროსნულმა მაგისტრალმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


ამ თემაზე იმ პერიოდში „კომერსანტიც“ აქტიურად წერდა და იმ მიზნით, რომ დაგვედგინა მასშტაბური პროექტის უსაფრთხოების პრობლემა, ინფრასტრუქტურის მაშინდელ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს კონკრეტული ინიციატივითაც მივმართეთ:


მასთან ერთად გაგვევლო ამ გზაზე, განსაკუთრებით ღამის საათებში და შეგვეფასებინა რამდენად სახიფათო იყო ჩქაროსნული გზა გადაადგილებისთვის. თუმცა, ჩვენს ინიციატივას  მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ირონიით შეხვდნენ და არაპროფესიონალურიც კი უწოდეს.


ფაქტი კი საპირისპიროს აჩვენებდა - ამ მაგისტრალმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით ადამიანის ჯანმრთელობა. მათ შორის  მაგისტრალის უსაფრთხოების ხარისხს პირდაპირ უკავშირდება ცნობილი მორაგბის მერაბ კვირიკაშვილის ტრაგედიას, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღარაფერს ვამბობთ, გადაწყვეტილების მიმღები პირების არაკომპეტენტურობაზე და ტრასის ქარისთვის გატანებულ მილიონობით ლარზე.


ამ და სხვა ფაქტების შემდეგ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, აღიარა „კომერსანტისა“ და დარგის სპეციალისტების მიერ წამოწეული საკითხები საგზაო უსაფრთხოების დარღვევებთან დაკავშირებით და საბოლოოდ, დაიწყო შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობაც. დაიგეგმა ქუთაისის შემოვლითი გზის 4- ზოლიან მაგისტრალად გადაკეთებაც, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 200 მილიონზე მეტი გამოიყო. 


აგზაო დეპარტამენტის  ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე იმ პერიოდში მედიასთან აცხადებდა, რომ 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება არა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, არამედ მოძრაობის ინტენსივობის ზრდას და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას უკავშირდებოდა.



დღეს კი კომერსანტის კითხვების ასე პასუხობს: 


— ფაქტია, როდესაც ქუთაისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 2-ზოლიანი პროექტი იწერებოდა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა კეთდებოდა, არ იყო გათვლილი უსაფრთხოება და მგზავრთა გამტარიენობის რაოდენობა. თავის დროზე თქვენ ამ პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გქონიათ, არადა, ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ლარი გაიფლანგა. წინა წლების განცხადებების შემდეგ, ამჟამად აღიარებთ, რომ 2-ზოლიანი პროექტი შეცდომა იყო?   


— პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მე დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი 2016 წლის აპრილიდან, როცა პროექტის 42 კმ.მ-იანი მონაკვეთი თითქმის დასრულებული იყო. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწერა გაცილებით ადრე, 2011 წლამდე. კვლევაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე 2- ზოლიანი მაგისტრალის გაკეთება საკმარისი იყო, რადგან მოძრაობის ინტენსივობა იმ პერიოდისთვის იყო შედარებით დაბალი. თანაც, დიდი ალბათობით მოძრაობა უფრო დაიტვირთებოდა  ქუთაისის გავლით გზაზე.


თუმცა დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ სამომავლო პერსპექტივაში გზა მაინც გადაიტვირთებოდა და მოგვიანებით 4-ზოლიანი მაგისტრალის გაყვანა აუცილებელი გახდებოდა. ამიტომ ხელისუფლებამ თავის დროზე, წინასწარ გამოისყიდა მიწა და ყველა კვანძი დააპროექტა. როცა უკვე მართლაც გადაიტვირთა მოძრობა, იმ ორი ზოლის დამატებაც გადაწყდა“.


— ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში თუ თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ მომავალში ინტენსივობა მოიმატებდა, ეს გზა რომ არ გაგეხსნათ და მაშინვე გაკეთებულიყო 4 -ზოლიანი მაგისტრალი, აღიარებთ, რომ ბევრ ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით და ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები არამიზნობრივად არ დაიხარჯებოდა?


- საერთოდ არაფერი გაფლანგულა. ვერ დაგეთანხმებით. ახლა რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, იმისთვის სახელმწიფომ მიწები წინასწარ გამოისყიდა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, სანამ მკვეთრად გადაიტვირთებოდა მოძრაობა და აუცილებელი გახდებოდა დამატებით 2 ზოლის გაკეთება, მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენ გადავკეტეთ გზა და ცალმხრივი გავხადეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება აღარ დაელოდა მოძრაობის ინტენსივობის გაზრდას და განსაზღვრულზე უფრო ადრე დაიწყო 2- ზოლის დამატება.


- ფაქტია, მთელი ამ პროცესის პარალელურად ქუთაისის შემოვლით გზას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმე საჯარო უწყებებში არაკვალიფიციურ კადრებთან ხომ არ გვაქვს? - ვინც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შეადგინა, პროექტი განახორციელა და ა.შ.. ვის ეკისრება მთელ ამ პროცესში პასუხისმგებლობა?


— პროექტი არის იდეალური. პრობლემაა ის გამოუცდელი მძღოლები, რომლებიც ავითარებდნენ სიჩქარეს და არასწორ მანევრს აკეთებდნენ; ვერ ხვდებოდნენ რა დროს გადასულიყვნენ შემხვედრ ზოლზე, რაც ხშირად ფატალურად სრულდებოდა. როცა მაგისტრალზე დასაშვებია 90 კმ. საათიანი შეზღუდვა და მძღოლი ავითარებს 160-180 კმ.სთ-ს, ვისი ბრალი გამოდის? - მძღოლის.


— გარდა ამ კონკრეტული მაგისტრალისა, საქართველოს მასშტაბით უამრავი საგზაო პრობლემა ფიქსირდება. ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც საგანგაშოა, როგორც თქვენ ამბობთ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ საზოგადოებაა. თქვენი აზრით, საგზაო ინფრასტრუქტურების მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებზე ვინმეს შესაბამისი პასუხისმგებლობა რომ დაკისრებოდა, იქნებ მუდმივად არ პრობლემებზე არ გვესაუბრა?


— საქართველოში ნამდვილად გვაქვს  მკვლელი მონაკვეთები. მაგალითად, კახეთის მიმართულება, აეროპორტი... კარგია, რომ დღეს პოლიცია აღრიცხავს შემთხვევების მიზეზებს, სადაც ვხედავთ, რომ ძირითადად საქმე გვაქვს სიჩქარის გადაჭარბებასთან, დაუმორჩილებლობასთან, არასწორ მანევრთან. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ამ ნაწილში, პასუხისმგებელი ხელისუფლებაცაა. მან ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია საზოგადოებაც და მათ შორის, თქვენც - მედია.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა წინა წლებთან შემცირებულია, თუმცა ეს პრობლემა კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 9 047 დაშავდა;


შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. პროექტი დაყოფილია 4 ლოტად, რაც ტენდერში მონაწილეობის საშუალებას მეტ კომპანიას მისცემს .


ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების სავარაუდო ვადაა 2020 წლის შემოდგომა, თუმცა მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ შედარებით ადრეც დასრულდეს.


ქუთაისის შემოვლითი გზა, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევა, გაჭიანურებული სამუშაოები, ავტოსაგზაო შემთხვევას შეწირული ადამიანები - ყველა ეს ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს, რომ  ხელისუფლებაში არაკვალიფიციური კადრების პრობლემაა, რაზეც მმართველი გუნდი ყველაზე ნაკლებად საუბრობს. 


სალომე ლემონჯავა





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up