საგზაო დეპარტამენტი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს და ქუთაისის შემოვლით გზას აფართოებს

საგზაო დეპარტამენტი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს და ქუთაისის შემოვლით გზას აფართოებს

access_time2018-07-19 16:00:00

ქუთაისის შემოვლით გზაზე დამატებით, ორი სამოძრაო ზოლის პროექტირება დასრულებულია. ამის შესახებ „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაფინანსების წყაროს მოძიების პროცესი. მას შემდეგ კი, რაც ეს საკითხი გადაიჭრება, გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.



რა დაჯდება ქუთაისის შემოვლითი გზის 4 ზოლიანად გარდაქმნა და რა ოდენობის ფინანსური რესურსის მოძიებაა საჭირო, ეს ამ დროისთვის უცნობია.



ქუთაისის შემოვლითი გზა რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და იქ აუცილებელი იყო სასწრაფო ღონისძიებების გატარება, ამაზე „კომერსანტი“ მუდმივად წერდა. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით კიდეც, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. თუმცა იმ პერიოდში ჩვენ ამ თხოვნას თუ მოწოდებას ხელისუფლებაში ყურადღებას არავინ აქცევდა და ასე გაგრძელდა 2017 წლამდე. არადა, ამ 3 წლის განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთის მოუწესრიგებლობის გამო მომხდარი ავარიების შედეგად არაერთი ოჯახი გაუბედურდა. მოგვიანებით ხელისუფლებაში, კერძოდ კი საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიხვდნენ, რომ 2-ზოლიანი გზა იყო სახიფათო და ის 4-ზოლიანად უნდა გადაკეთებულიყო. დღეს ქუთაისის შემოვლითი გზაზე მოძრაობა ცალმხრივია და ამ პერიოდის განმავლობაში იქ არც ერთი ავარია არ მომხდარა.




საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე 2017 წლის ბოლოს აცხადებდა, რომ რამდენი ხნის განმავლობაში იმოქმედებდა აღნიშნული რეჟიმი, უცნობი იყო, თუმცა, როგორც სეთურიძემ აღნიშნავდა, შემოვლით გზას დაემატებოდა ორი სამოძრაო ზოლი, რომლის პროექტირებაც 2017 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.




„წლის ბოლოს დასრულდება დამატებითი ორი ზოლის პროექტირება, რაც მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს და დაიწყება დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა”, - აცხადებდა 2017 წელს სეთურიძე.



შეგახსენებთ, ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წლის ნოემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინფრასტრუქტურის იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი შავლიაშვილმა გახსნეს. გზის 32 კმ-იანი შემოვლითი გზა, E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. გზის მშენებლობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ ერთად დააფინანსა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 181 მილიონი ლარი შეადგინა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up