ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს

access_time2019-05-23 11:59:11


4 ივნისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINES იწყებს. პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისად ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ,ბოინგ 737-800 შესრულდება.



SkyUp Airlines-მა ოდესადან და ხარკოვიდან ქუთაისის რეისებზე, ბათუმის მიმართულებით ტრანსფერი ბილეთის ფასში შეიყვანა. იმისათვის, რომ SkyUp Airlines-ის მგზავრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში მოხვდეს, ბილეთის ყიდვისას შესაბამის ოფცია უნდა მონიშნოს. სერვისის უფასოდ მიღება მხოლოდ SkyUp Airlines-ის საიტზე ბილეთის ყიდვისასაა შესაძლებელი.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს.


„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP AIRLINESიწყებს.ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენსმოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ“,- განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.


უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.



თეგები:
SKY UP AIRLINES



მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up